მისი თქმით, გუნდი ამ მატჩს სამი თვის განმავლობაში ელოდა და მიღწეულით ბედნიერები არიან.
"ვიცით, რომ ძლიერი გუნდი ვართ და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ამ მატჩს სამი თვე ველოდებოდით და გამარჯვება დიდ ძალას მოგვცემს, თუმცა ერთი მოგება არაფერს ნიშნავს. ეს შემართება უნდა შევინარჩუნოთ და შაბათს განსხვავებული ხასიათით ვითამაშოთ. ბოლო კვირების განმავლობაში "მახინჯ" გარემოში გვიწევდა ყოფნა, თუმცა დღევანდელის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება", - განაცხადა არგენტინელმა.
"ინტერმა" "ტოტენჰემი"
იტალიური გუნდი კრისტიან ერიქსენის გოლით აგებდა, თუმცა 85-ე წუთზე მაურო იკარდიმ გაათანაბრა, მატჩის დამატებულ მეორე წუთზე კი მატიას ვესინომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში მილანური გუნდი პსვ-ს ჰოლანდიაში ესტუმრება.
შენ არასდროს დალევ მარტო - "ინტერის" ფანებმა "ლივერპულის" ჰიმნი გადააკეთეს