"ჩვენ ქალები არ ვართ, ფეხბურთს ვთამაშობთ" - ემრე ჩანი რონალდოზე

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ნახევარმცველმა "ვალენსიასთან" მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ მატჩის ყველაზე სკანდალურ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, მან ეს კრიშტიანო რონალდოს გაძევების მომენტი რამდენჯერმე ნახა და ასეთ მომენტებში ფეხბურთლებს მოედნიდან არ აგდებენ.

"როგორც გავიგე, ბარათი თმის მოქაჩვისთვის მისცა. ქალები არ ვართ, ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ. თუ ამაზე წითელ ბარათს გაძლევენ, ესე იგი, მსაჯს შეუძლია ნებისმიერ დარღვევაზე გაგაძევოს" - განაცხადა გერმანელმა ნახევარმცველმა.

კრიშტიანო რონალდო მატჩის 30-ე წუთზე გააძევეს. მის გარეშე დარჩენილმა "იუვენტუსმა" კი ესპანელები მირალემ პიანიჩის დუბლით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ პიანიჩმა ორივე გოლი პენალტიდან
გაიტანა.

შემდეგ მატჩში "ბებერი ქალბატონი" "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდება.

altმასიმილიანო ალეგრი: ვიდეოგამეორება მსაჯს რონალდოს გაძევების ეპიზოდში დაეხმარებოდა

altESPN-ის ჟურნალისტი: რონალდოს გაძევება მსაჯის სირცხვილია





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული