მისი თქმით, მან ეს კრიშტიანო რონალდოს გაძევების მომენტი რამდენჯერმე ნახა და ასეთ მომენტებში ფეხბურთლებს მოედნიდან არ აგდებენ.
"როგორც გავიგე, ბარათი თმის მოქაჩვისთვის მისცა. ქალები არ ვართ, ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ. თუ ამაზე წითელ ბარათს გაძლევენ, ესე იგი, მსაჯს შეუძლია ნებისმიერ დარღვევაზე გაგაძევოს" - განაცხადა გერმანელმა ნახევარმცველმა.
კრიშტიანო რონალდო მატჩის 30-ე წუთზე გააძევეს. მის გარეშე დარჩენილმა "იუვენტუსმა" კი ესპანელები მირალემ პიანიჩის დუბლით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ პიანიჩმა ორივე გოლი პენალტიდან
შემდეგ მატჩში "ბებერი ქალბატონი" "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდება.
მასიმილიანო ალეგრი: ვიდეოგამეორება მსაჯს რონალდოს გაძევების ეპიზოდში დაეხმარებოდა