რონალდო თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წარუმატებლად ასპარეზობის მიზეზი ფეხბურთელთა ასაკია

AutoSharing Option
"დონ ბალონის" ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო ყურადღებით აკვირდება "ბარსელონას" თამაშს.

გამოცემის მტკიცებით, პორტუგლიელის აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წარუმატებლობის მიზეზი წამყვანი ფეხბურთელების ასაკია.

სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეებიდან მხოლოდ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, მცველები სამუელ უმტიტი და სერხი რობერტო, ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო და ფორვარდი უსმან დემბელე არ არიან 30 წლისა.

თავის დროზე კრიშტიანომ "რეალის" ხელმძღვანელობა გააფრთხილა, რომ გუნდი გაახალგაზრდავებას საჭიროებს და ამის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა შეიძინა ახალგაზრდა ფეხბურთელები: ხესუს ვალეხო (21), ალვარო ოდრიოსოლა (22), დანიელ სებალიოსი (22), მარკო ასენსიო (22) და
ვინისიუს ჟუნიორი (18).
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ასენსიოს გარდა რომელმა შეიტანა თუნდაც მცირეოდენი წვლილი 3 თასის მოგებაში?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული