დღეს გამორჩეული თამაშია "ოლდ ტრეფორდზე" - "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვალენსიას" მასპინძლობს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ გუნდების სახელები უფრო მყვირალაა, ვიდრე მათი დღევანდელი ფორმა.
ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" ცუდად თამაშობს, პორტუგალიელი მწვრთნელიც "აჭრილია" და კულუარებში მის გათავისუფლებაზეც საუბრობენ. მარსელინოს "ვალენსიას" კი არაფერი სცხია გასული სეზონის
"ვალენსია" საშინლად თამაშობს და მხოლოდ მე-7 ტურში შეძლო პირველი გამარჯვების მოპოვება. ამ გუნდმა ვერც "იუვენტუსს" დაუპირისპირა რამე ლიგის პირველ ტურში. არადა, კრიშტიანო რონალდომ წითელი ბარათი მიიღო და "იუვემ" მატჩი 10 კაცით ჩაამთავრა.
"იუნაიტედს" არ ეყოლება მარკოს როხო, "ვალენსიას" დააკლდება ხოსე გაია და სანტი მინა, საეჭვოა კრისტიანო პიჩინის თამაშიც. შეგახსენებთ, რომ ინგლისელთა რიგებში თამაშობს ექსვალენსიელი ხუან მატა. ის 2007-11 წლებში "ღამურების" რიგებში ასპარეზობდა.
დღეს ჩემპიონთა ლიგის მატჩში შეიძლება ქართველი ფეხბურთელიც ვიხილოთ, დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტართან" ერთად ლიონში იმყოფება და ფრანგულ გუნდთან მისი თამაში გამორიცხული არაა.
ფაქტები
- მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 12 მატჩი მოიგო.
- "აიაქსის" თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი ადრე "ბაიერნის" დუბლშემადგენლობას წვრთნიდა (2013-15).
- ხოსეპ გვარდიოლას სტატისტიკა (მწვრთნელის რანგში) "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ - 5 მოგება, 1 ფრე.
- მოსკოვის ცსკა ჩემპიონთა ლიგაზე მე-12 სეზონს ატარებს.
- მადრიდის "რეალი" ერთხელ უკვე დაუპირისპირდა ცსკა-ს 2011/12 წლების სეზონის მერვედფინალში - 1:1, 4:1 "რეალის" სასარგებლოდ.
- "ვალენსიას" ბოლო ორი მატჩი "ოლდ ტრეფორდზე" - ორივე ფრე, 1:1.
E ჯგუფი
ბაიერნი-აიაქსი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი - რობენი, მიულერი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი - ლევანდოვსკი
აიაქსი (4-3-3): ონანა - ტალიაფიკო, ბლინდი, დე ლიხტი, მაზრაუი - დე იონგი, ნერესი, შიონე - ტადიჩი, ჰუნტელაარი, ზიეხი
აეკ-ბენფიკა 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
აეკ (4-4-1-1): ბარკასი - ბაკაკისი, ოიკონომუ, ლამპროპულოსი, ჰალტი - გალო, სიმოეში, გალანოპულოსი, მანტალოსი - ბაკასეტასი - პონსე
ბენფიკა (4-3-3): ვლახოდიმოსი - გრიმალდო, კონტი, რუბენ დიაში, ანდრე ალმეიდა - ფეისა, ჟედსონ ფერნანდეში, პიცი - სალვიო, რაფა, სეფეროვიჩი
F ჯგუფი
ლიონი-შახტარი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ლიონი (4-3-3): ლოპეში - დუბუა, მარსელო, დენაიერი, მარშალი - მენდი, ნდომბელე, აუარი - ტრაორე, ფეკირი, დეპაი
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - მატვიენკო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი - მაიკონი, სტეპანენკო - მარლოში, ტაისონი, ფერნანდო - ჟუნიორ მორაეში
ჰოფენჰაიმი-სიტი 20:55
სავარაუდო შემადგენლობები
ჰოფენჰაიმი (3-3-2-2): ბაუმანი - აკპოგუმა, ჰოოგმა, პოში - კადერჟაბეკი, გრილიში, შულცი - დემირბაი, ბიტანკური - ჟოელინტონი, კრამარიჩი
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, ლაპორტი, დელფი - ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი - მაჰრეზი, აგუერო, სტერლინგი
G ჯგუფი
ცსკა-რეალი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ცსკა (4-5-1): აკინფეევი - ფერნანდეში, ბეკაო, ჩერნოვი, ნაბაბკინი - ბილიოლი, ახმეტოვი, ვლაშიჩი, ძაგოევი, ობლიაკოვი - ჩალოვი
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ვალიეხო, ნაჩო - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი - ასენსიო, ბენზემა, მარიანო დიასი
რომა-პლზენი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): ოლსენი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - კრისტანტე, ნზონზი, პელეგრინი - იუნდერი, ჯეკო, ელ შაარავი
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რჟეზნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი - პროხაზკა, ჰროშოვსკი - პეტრჟელა, ჰორჟავა, კოვარჟიკი - კრმენჩიკი
H ჯგუფი
იუვენტუსი-იანგ ბოიზი 20:55
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, ბარძალი, ალექს სანდრო - ჯანი, პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, დიბალა
იანგ ბოიზი (4-4-2): ფონ ბალმოოსი - შიკი, ფონ ბერგენი, კამარა, ბენიტო - ფასნახტი, სოუ, სანოგო, სულეიმანი - ასალე, ოარო
მანჩესტერ იუნაიტედი-ვალენსია 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - დალოტი, ბაილი, ლინდელიოფი, შოუ - ფრედი, მატიჩი, პოგბა - ლინგარდი, ლუკაკუ, სანჩესი
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გაბრიელი, გარაი, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, გედეში - როდრიგო, გამეირო
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"