ინგლისელები შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდებიან.
ცნობილი გახდა, რომ ტრავმირებულები არიან გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები. "ბარსელონასთან" მატჩში ლონდონელებს იან ვერტონგენი, მუსა დემბელე, კრისტიან ერიქსენი, დელე ალი, სერჟი ორიე და მიშელ ვორმი ვერ დაეხმარებიან.
გუნდს უბრუნდება კაპიტანი უგო ლორისი, რომელმაც ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა.
"ტოტენჰემის" და "ბარსელონას" მატჩი 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 23 საათზე გაიმართება.
სერხი რობერტომ კუნთი დაიზიანა და "ტოტენჰემთან" არ იქნება