"იანგ ბოიზის" მწვრთნელმა ხერარდო სეაონემ ბიანკონერისთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ თავდამსხმელ რონალდოს დისკვალიფიკაციამ ძალიად დასწყვიტა გული, მისი გუნდი ყველა რგოლში კარგადაა დაკომპლექტებული და მრისხანე მეტოქეს ბრძოლას გაუმართავდნენ. ვერ გაუმართეს.
პირველ ტაიმში დიბალამ დუბლი შეასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. სხვათა შორის, მან გასულ სეზონში ამ ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში არგენტინელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის გუნდს სამი
"იუვემ" ისტორიაში პირველად მოიგო სეზონის სტარტზე ცხრავე მატჩი.
"ჰოფენჰაიმი" "მანჩესტერ სიტისთან" პირველივე წუთზე ბელფოდილის გოლით დაწინაურდა, აგუერომ მალევე აღადგინა თანაფარდობა, მის გუნდს მოსაგებად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, მაგრამ გამარჯვების გოლი დავიდ სილვამ მხოლოდ მატჩის დასასრულს გაიტანა.
H ჯგუფი
ტურინი. "ალიანს სტადიუმი"
იუვენტუსი - იანგ ბოიზი 3:0
გოლები: 1:0 დიბალა (5), 2:0 დიბალა (33), 3:0 დიბალა (69)
იუვენტუსი: შესნი, ბენატია, ბონუჩი, ბარძალი, ალეკს სანდრო, მატიუიდი (ჩანი 46), პიანიჩი (ჰედირა 70), კუადრადო, ბერნარდესკი, მანძუკიჩი (კინი 78), დიბალა
იანგ ბოიზი: ფონ ბალმოსი, ბენიტო, ფონ ბერგენი, კამარა, შიკი, სანოგო (ლუპერი 46), ბერტონე, ცოი, სულეიმანი (ნგამალეუ 70), ფასნახტი (ასალე71), ოარო
F ჯგუფი
ზინსჰაიმი. "რეინ არენა"
ჰოფენჰაიმი - მანჩესტერ სიტი 1:2
გოლები: 1:0 ბელფოდილი (1), 1:1 აგუერო (8), 1:2 დავიდ სილვა (87)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, პოში, ჰოგმა, აკპოგუმა, ბრენეტი, დემირბაი (ჰაცკი 89), გრილიჩი (ბიტენკურტი 82), კადერჟაბეკი, ბელფოდილი, ჟოელინტონი, სალაი (კრამარიჩი 54)
მანჩესტერ სიტი: ედერსონი, ლაპორტი, კომპანი, ოტამენდი (სტოუნზი 64), ფერნანდინიო, სანე, უოკერი, სილვა, გოუნდოგანი (ბერნარდო სილვა 68), სტერლინგი (მარეზი 75), აგუერო