ჩემპიონთა ლიგა. II ტური: "რეალის" კრახი მოსკოვში [VIDEO]

AutoSharing Option
2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველ სათამაშო დღეს დარჩენილი 6 მატჩი ჩატარდა.

ძალიან საინტერესო იყო ამ სეზონში ჩინებულად მოასპარეზე "აიაქსის" მიუნხენში სტუმრობა. მითუმეტეს "ბაიერნმა" ბუნდესლიგის 2 უკანასკნელ მატჩში მხოლოდ ქულა აიღო. ამსტერდამულმა გუნდმა მაგრად იბრძოლა და ყაიმს მიაღწია - 1:1.


ათენში "ბენფიკამ" აეკ-ს პირველი ტაიმი 2:0 მოუგო, მაგრამ ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა სტუმართა გუნდის მცველი დიასი და თამაშის სურათი შეიცვალა - კნოლარიდისმა დუბლი შეასრულა. თუმცა, რიცხობრივ
უმცირესობაში დარჩენილმა "არწივებმა" მაინც გაიტანეს გამარჯვების გოლი - 2:3.


"შახტარი" დისკვალიფიკაციის გამო "ლიონს" სტუმრად ცარიელი ტრიბუნების წინ ეთამაშა და მორაესის დუბლით წინ გაიჭრა, მაგრამ შემდეგ 2 ბურთი გაუშვა და ფრეს დასჯერდა - 2:2. დონეცკელთა მწვრთნელმა ფონსეკამ ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩამდგარი ცენრალური მცველების დაბრუნებისთანავე ხოჭოლავა თადარიგში გაამწესა და არც ამჯერად ათამაშა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი დონბასურმა გუნდმა სწორედ ცენტრალური მცველების უხეში შეცდომის შემდეგ გაუშვა.


"მანჩესტერი" ქალაქში საცობების გამო დაგვიანებით მივიდა სტადიონზე, თამაში 5 წუთის დაგვიანებით დაიწყო და უგოლოდ დასრულდა 0:0.


"რეალი" ლა ლიგაზე "სევილიასთან" განადგურების (0:3) შემდეგ მოსკოვში დამარცხდა ცსკა-სთან, თან ტრავმა მიიღო მცველმა კარვახალმა და შეცვალეს. მატჩს, რომელსაც 71 811 მაყურებელი დაესწრო, გოლი 65-ე წამზე ხორვატმა ლეგიონერმა ვლასიჩმა გაიტანა. ამაზე ადრეული გოლი ბლანკოსმა ბოლოს ამ ტურნირზე 2007 წელს გაუშვა - მაშინ მადრიდელთა კარი "ბაიერნის" თავდამსხმელმა მაკაიმ მე-10 წამზე დალაშქრა. ამას გარდა, "სამეფო გუნდმა" მიჯრით მესამე შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი, რაც უკანასკნელად ასევე 2007 წელს მოხდა. არმიელთა მეკარეს აკინფეევს მსაჯმა კომპენსირებულ დროში მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გოლკიპერმა მოედნის დატოვებისას შეაგინა.


"რომამ" "ოლიმპიკოზე" "პლზენი" გააბითურა (5:0) და მათმა ბოსნიელმა ფორვარდმა ჯეკომ ჰეთ-თრიკი შეასრულა.


E ჯგუფი
მიუნხენი. "ალიანს არენა"
ბაიერნი - აიაქსი 1:1
გოლები: 1:0 ჰუმელსი (4), 1:1 მაზრაუი (23)

ათენი. "ოლიმპიაკო"
აეკ - ბენფიკა 2:3
გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (6), 0:2 გრიმალდო (15), 1:2 კნოლარიდისი (53), 2:2 კნოლარიდისი (64), 2:3 სემედო (74)
გაძევება: დიასი (ბენფიკა, 45)

F ჯგუფი
ლიონი. "გრუაპამა"
ლიონი - შახტარი 2:2
გოლები: 0:1 მორაესი (45), 0:2 მორაესი (55), 1:2 დემბელე (71), დუბოისი (72)

G ჯგუფი
მოსკოვი. "ლუჟნიკები"
ცსკა - რეალი 1:0
გოლი: 1:0 ვლასიჩი (2)
გაძევება: აკინფეევი (90+6)

რომი. "ოლიმპიკო"
რომა - პლზენი 5:0
გოლები: 1:0 ჯეკო (3), 2:0 ჯეკო (40), 3:0 უნდერი (64), 4:0 კლუივერტი (74), 5:0 ჯეკო (90+2)

H ჯგუფი
მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი"

მანჩესტერი - ვალენსია 0:0

altჩემპიონთა ლიგა. II ტური: პაულო დიბალამ "იანგ ბოიზი" არ დაინდო [VIDEO]

altხულენ ლოპეტეგი: ბურთს ჯიუტად არ უნდოდა ცსკა-ს კარში შესვლა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფეხბურთის კიარა კიკუს ფედერაციაა უკვე მთელს პლანეტაზე,ფეხბურთს მხოლოდ ბურთი და 11 მოთამაშე შემორჩა,დანარVენი დღევანდელი ფეხბურთი,ფეხბურთის გარდა ყველაფერია((((
euhh
11:54 03-10-2018
0
აკნფეევს, უჩლ ანტირეკორდის ავტორს, კიდე 50 წელი რომ ვერ მოხსნის ვინმე მის ანტირეკორდს, გოლს რომ ვერ გაუტან, დიდი სირცხვილია.. Shame!
რეალის ფანი
10:28 03-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული