"ფორტუნამ დაგვაღალატა. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ბურთს ჯიუტად არ უნდოდა ცსკა-ს კარში შესვლა. მეტოქე სახლში თამაშობდა, სწრაფი გოლი გაიტანა და იდეალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
5 საათია გოლი არ გაგვიტანია? დარწმუნებული ვარ, ასეთი თავდადებული თამაშით ადრე თუ გვიან გოლს გავიტანთ. ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს, ახლა ლა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ.
"რომასთან" შესანიშნავად ვიასპარეზეთ და კარგად თამაში შეგვიძლია. ბენზემა ჩემი ნდობით სარგებლობს. ასეთივე დამოკიდებულება მაქვს გუნდის ყველა ფეხბურთელების მიმართ.
კარვახალს კუთის ტრავმა აქვს, ჯერ ვერ გეტყვით, რამდენად სერიოზულად დაშავდა".