უეფამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი არ შეიყვანა.
მესიმ "ტოტენჰემთან" შესანიშნავად ითამაშა, დუბლი შეასრულა და თვით მეტოქე გუნდის მწვრთნელი და ფეხბურთელები ვერ მალავდნენ მისი ასპარეზობით აღფრთოვანებას.
ტურის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: ნეტუ (ვალენსია)
მცველები: ალესანდრო ფლორენცი (რომა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ალეკს ტელესი (პორტუ), ჟორდი ალბა (ბარსელონა)
ნახევარმცველები: ჯენგიზ უნდერი (რომა), მარკო როისი (დორტმუნდი), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა)
თავდამსხმელები: პაულო დიბალა (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა), ნეიმარი (პსჟ)