ჟოზე მოურინიო: ვიცი, როგორ უნდა კრიშტიანოს "მანჩესტერის" დამარცხება

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო  "იუვენტუსთან" მატჩის წინ რონალდოზე საუბრობს და ამბობს, რომ მან იცის, როგორ ძალიან სურს კრიშტიანოს "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება.

5 წლის წინ, მათ ერთად დაამარცხეს "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, წლების შემდეგ კი ისინი ისევ ხვდებიან ერთმანეთს ამჯერად მოწინააღმდეგეების რანგში.

"ის აქ ჩემთან ერთად დაბრუნდა. ვიცი, როგორ ძალიან უყვარს "მანჩესტერი", ისიც ვიცი როგორ უნდოდა მაშინ "მანჩესტერის" დამარცხება და როგორ უნდა ახლა. გულშემატკივარი აუცილებლად პატივისცემით მოეპყრობა, კრიშტიანოც იგივეს აჩვენებს მათ. ვიცი, რომ მას კლუბი ძალიან უყვარს, მაგრამ როდესაც ბურთი გაგორდება, ის მხოლოდ
გოლის გატანასა და გამარჯვებაზე იფიქრებს" - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

2013 წელს მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" დაამარცხა, კრიშტიანო რონალდომ კი გოლის გატანა მოახერხა.

"წითელი ეშმაკებია" და "ბებერი ქალბატონის" მატჩი 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altალეგრი: რონალდო მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია

altხავი: მესი რონალდოზე უკეთესია, ის ისტორიაში საუკეთესოა

მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა და გამოუვიდა კიდეც :(( იუვე:იუნაიტედი
(დიბალა) 1:0
ეჰ იუნაიტედი რადღეშია :(( )))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული