ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ლივერპულმა" ბელგრადში წააგო, პრეზიდენტდაპატიმრებული "მონაკო" კი "ბრიუგესთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "მონაკო", რომელსაც ზედ თამაშის წინ კორუფციაში ბრალდებით პრეზიდენტი დიმიტრი რიბოლოვლევი დაუპატიმრეს, საკუთარ მოედანზე დამარცხდა "ბრიუგესთან", "ლივერპულს" კი "ცრვენა ზვეზდამ" სძლია.

"მონაკო" საშინელ ფორმაში იმყოფება და უკანასკნელი 15 შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო.

არადა, მატჩის წინ "წითლების" მენეჯერი იურგენ კლოპი იძახდა, მართალია ბელგრადში მაგარი გულშემატკივრობა იციან, მაგრამ ამას მიჩვეულნი ვართ და არ გვეშინიაო. "ლივერპულმა" ტურნირზე პირველად წააგო ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი.

მონაკო. "ლუი II". 8 347 მაყურებელი
მონაკო - ბრიუგე 0:4
გოლები: 0:1 ვანაკენი (12), 0:2 ვანაკენი (17, პენ),
0:3 ვესლი (24), 0:4 ვორმერი (84)

მონაკო: ბენალიო, გლიკი (ტურე 76), სიდიბე, ჯემერსონი, ბარეკა, შადლი, ტილემანსი, ბენასერი (მასენგო 68), სილა, დიოპი, ფალკაო (გოუანო 61)

ბრიუგე: ხორვატი, პაულაინი, დენსვილი, მატა (ვლიეტინკი 77), მიკელე, ვორმერი, რიტსი, ვანაკენი, ნაკამბა, ვესლი (რეზაეი 72), დიატა (კოოლსი 6)

ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი". 51 318 მაყურებელი
ცრვენა ზვეზდა - ლივერპული 2:0
გოლები: 1:0 პავკოვი (22), 2:0 პავკოვი (29)

ცრვენა ზვეზდა: ბორიანი, სავიჩი, როდიჩი, სტოიკოვიჩი (გობელჯიჩი 59), დეგენეკი, სრნიჩი, იოვანოვიჩი, კსტიჩიჩი (იოვიჩიჩი 73), მარინი (ჩაუშიჩი 64), ბენ ნაბუანი, პავკოვი

ლივერპული: ალისონი, მატიპი, რობერტსონი, ალეკსანდერ-არნოლდი (გომესი 46), ვან დეიკი, მილნერი, ვეინალდუმი, ლალანა (ორიგი 79), მანე, სალაჰი, სტარიჯი (ფირმინო 46)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეთი დაშლილი ლივერპული,არ მახსოვს.თითქმის ყველა პასი შეტევას აფერხებდა ან არაზუსტი იყო.
სოსო
09:57 07-11-2018
0
ლივერპულმა ისე ითამაშე რო წაგებისთვსი არ დაგნანებოდა! სხვა რა უნდა დაარქვა ასეთ საზიზღარ თამაშს
:დდდ
15:34 07-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული