ერნესტო ვალვერდე: მესის ასეთ მატჩში თამაში არ გავრისკეთ - ორი ტურით ადრე გავედით ჯგუფიდან

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, მილანში "ინტერტან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ. ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იყო, თუმცა მნიშვნელოვანი გახლდათ მოგება, რათა შემდეგ ეტაპზე პირველი ადგილიდან გავიდეთ. საუკეთესოდ ვითამაშეთ, მხოლოდ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვივარგეთ.

"ინტერმა" ბოლოს თავი კარგად წარმოაჩინა. ბევრი ქულები დააგროვა. მოიცადეთ, ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ორი ტურით ადრე გავედით ჯგუფიდან.

მესის ასეთ მატჩში თამაში არ გავრისკეთ. ვარჯიშზე შეგვიძლია ერთმანეთი დავზოგოთ, თუმცა ვიცოდით, როგორი ბრძოლა გველოდა. მატჩისას ბევრი
გაუკონტრელებელი ვარდნა ხდება. ჩვენ ეს მასთან განვიხილეთ. ეს ვარჯიში არაა.

ძალიან კმაყოფილნი ვართ მალკომით. კარგი დარტყმა აქვს.

მეტოქეს დავალება ჰქონდა: შეტევა და პრესინგი. პირველ შეხვედრაში ბევრი მომენტი არ შეგვაქმნევინეს, არც დღევანდელში. არასოდეს არ დანებდე - ეს მათ სისხლში აქვთ. ბოლო 5 წუთში "ტოტენჰემს" 3 ქულა აართვეს, ჩვენი კი - 1".

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაია მესიმ, რომ არ ითამაშა, თუნდაც იმიტომ კიდევ არ მიეღო დამატებით ტრამვა თანაც ამინდიც ცუდი იყო, ასეთ დროს მოტეხილზე ძალიან ცუდად მოქმედებს ამინდი. სწორად მოიქცნენ სამედიცინო პერსონალი, რომ არ გაშვეს ლეო სათამაშოდ, რაც მთავარია აღდგენით პროცესი მიდის ძალიან კარგად ისე, რომ ლეო მალე გნახავთ მინდორზე! აბა შენ იცი, როგორ გაგვახარებ შენი ლამაზი თამაშით.
ნონა
12:27 07-11-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული