ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: პოგბა ტურინში ბრუნდება, "სიტიმ" შესაძლოა დღესვე გაინაღდოს

AutoSharing Option
დღის მთავარი მატჩი ტურინშია - კრიშტიანო რონალდოს "იუვენტუსი" ახლა ტურინში დაუპირისპირდება პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედს".

პორტუგალიელს "ოლდ ტრეფორდზე" თბილად შეხვდნენ, მაგრამ, როცა თავისი საფირმო საჯარიმოს შესრულება დააპირა, უსტვინეს კიდეც. ვნახოთ, როგორ დახვდებიან პოგბას იტალიაში...

მასიმილიანო ალეგრის გუნდს ემრე ჯანი და 18 წლის მოის კინი აკლია, თუმცა საეჭვოა ოთხი მოწინავე ფეხბურთელის თამაშიც - ბერნარდესკი, დუგლას კოშტა, ხედირა და მატუიდი, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებენ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. სტუმრებს არ ეყოლებათ მარუან ფელაინი და ანტონიო ვალენსია, რომელუ ლუკაკუს თამაში კი საეჭვოა.

თუკი კრიშტიანო
რონალდო და კომპანია ამ თამაშსაც მოიგებს, მაშინ "იუვენტუსი" ოფიციალურად გაინაღდებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზურს და თან ამას გააკეთებს უკვე განაღდებული პირველი ადგილით ჯგუფში, რასაც დამატებით მნიშვნელობა აქვს მერვედფინალის წილისყრისას.

მოგება "იუვესთვის" ამ სეზონში ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მდგომარეობაა - ყველა შეჯიბრებაში ერთად ალეგრის გუნდმა 14 მატჩი გამართა და მხოლოდ ერთი ვერ მოიგო (ფრე). ამ მატჩების ნახევარში "იუვეს" გოლი არ გაუშვია. მოკლედ, რონალდოს გადასვლის შემდეგ "ბებერი ქალბატონი" ლიგის ერთ-ერთი ფავორიტისგან ნელ-ნელა მთავარ ფავორიტად იქცა.

"იუვე" ტრადიციულად ძლიერია "იუვენტუს არენაზე", სადაც 34 ევრომატჩიდან მხოლოდ ორი დათმო.

მას მერე, რაც "იუვენტუსთან" "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხდა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ ორი თამაში მოიგო. ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში კი უხვგოლიანობა ჩვეული ამბავია - ბოლო 4-დან 3-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა და ახლაც უნდა ველოდოთ ბევრ გოლს.

ვის შეუძლია პლეი-ოფის განაღდება დღეს

"იუვენტუსის" გარდა, ოთხშაბათის სათამაშო დღეს პლეი-ოფის განაღდება სხვა გუნდებსაც შეუძლიათ. ესენია: "აიაქსი", "ბაიერნი" და "მანჩესტერ სიტი".
თუკი "აიაქსს" მოგება საგზურს მოუტანს. ამავე ჯგუფში მოთამაშე "ბაიერნს" საკუთარი დაპირისპირების მოგებასთან ერთად "ბენფიკას" მარცხიც ესაჭიროება "აიაქსის" წინააღმდეგ.

"მანჩესტერ სიტის" "შახტარის" დამარცხება და მეორე შეხვედრაში "ჰოფენჰაიმის" მარცხი ესაჭიროება პლეი-ოფში ნაადრევად გასასვლელად.

E ჯგუფი
ბაიერნი-აეკ 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - ხავი მარტინესი, მიულერი, ხამეს როდრიგესი - რობენი, ლევანდოვსკი, რიბერი
აეკ (4-4-2): ბარკასი - ბაკაკისი, ჩიგრინსკი, ლამბოროპულოსი, ჰულტი - გალო, სიმოეში, გალანოპულოსი, მანტალოსი - ბოიე, პონსე

ბენფიკა-აიაქსი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-3-3): ვლახოდიმოსი - ანდრე ალმეიდა, რუბენ დიაში, ჟარდელი, გრიმალდო - ფეისა, პიცი, ჟედსონი - სალვიო, რაფა, ჟონასი
აიაქსი (4-3-3): ონანა - ტალიაფიკო, ბლინდი, დე ლიხტი, მაზრაუი - დე იონგი, შიონე, ვან დე ბეეკი - ტადიჩი, დოლბერგი, ზიეხი


F ჯგუფი
სიტი-შახტარი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, ლაპორტი, მენდი - ფერნანდინიო, დავიდ სილვა, ბერნარდო სილვა - მაჰრეზი, აგუერო, სტერლინგი
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - ბუტკო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი - მაიკონი, სტეპანენკო - ველინგტონ ნემი, ალან პატრიკი, ტაისონი - ჟუნიორ მორაეში

ლიონი-ჰოფენჰაიმი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ლიონი (4-4-2): ლოპეში - რაფაელ, მარსელო, დენაიერი, მენდი - ტუსარი, ნდომბელე, ფეკირი, ტრაორე - დემბელე, დეპაი
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ადამსი, ფოიტი, ბიჩაკჩიჩი - კადერჟაბეკი, გრილიში, დემირბაი, შულცი, ბელფოდილი - ჟოელინტონი, კრამარიჩი

G ჯგუფი
ცსკა-რომა 21:55
სავარაუდო შემადგენლობები
ცსკა (4-1-4-1): აკინფეევი - ფერნანდეში, ბეკაო, მაგნუსონი, ნაბაბკინი - ახმეტოვი - ვლაშიჩი, ძაგოევი, სიგურდსონი, ობლიაკოვი - ჩალოვი
რომა (4-2-3-1): ოლსენი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - კრისტანტე, ნზონზი - იუნდერი, პელეგრინი, კლუივერტი - ჯეკო

პლზენი-რეალი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
პლზენი (4-2-3-1): ჰრუშკა - რჟეზნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი - პროხაზკა, ჰროშოვსკი - ჰაველი, ჩერნაკი, კოპიჩი - რჟეზნიჩეკი
რეალი (4-3-3): ნავასი - ოდრიოზოლა, ნაჩო, სერხიო რამოსი, რეგილონი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო, ბენზემა, ბეილი


H ჯგუფი
ვალენსია-იანგ ბოისი 21:55
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვასი, გაბრიელ პაულისტა, გარაი, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, გედეში - როდრიგო, ბატჩუაი
იანგ ბოისი (4-4-2): ფონ ბალმოსი - მბაბუ, ლაუპერი, ფონ ბერგენი, ბენიტო - ფასნახტი, სოუ, სანოგო, სულეიმანი - ოარო, ასალე

იუვენტუსი-მანჩესტერი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - კუადრადო, რონალდო, დიბალა
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - იანგი, სმოლინგი, ლინდელიოფი, შოუ - მატიჩი, პოგბა, ფრედი - მარსიალი, ლუკაკუ, რაშფორდი

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული