ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "პლზენის" ფეხბურთელს მილან ჰაველს იდაყვით ცხვირი გაუტეხა.
ჰაველს სისხლი წამოუვიდა, თამაშის გაგრძელება ვერ შესძლო და 38-ე წუთზე შეცვალეს.
მსაჯმა დენიზ აიტეკინმა წესების დარღვევაც კი არ დააფიქსირა და რამოსი არ გააფრთხილა.