"ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, სადაც მოდუნების დრო არ გაქვს. 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით. უამრავი შანსი გვქონდა, შეგვეძლო ყველაფერი გადაგვეწყვიტა, თუმცა მოვდუნდით და დავისაჯეთ. "მანჩესტერ იუნაიტედს" გამარჯვების მისაღწევად არაფერი გაუკეთებია, ეს გამარჯვება მათ უბრალოდ ვაჩუქეთ" - განაცხადა კრიშტიანო რონალდომ Sky Sport Italia-სთან საუბრისას.
"წითელ ეშმაკებთან" მარცხის მიუხედავად, "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. შემდეგ ტურში "ბებერი ქალბატონი" "ვალენსიას" სახლში