კრიშტიანო რონალდო: "მანჩესტერს" გამარჯვებისთვის არაფერი გაუკეთებია

AutoSharing Option
მიუხედავად გატანილი გოლისა, კრიშტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2:1) მარცხის შემდეგ გაბრაზებული ჩანდა. მისი თქმით, ინგლისურ კლუბს არაფრით დაუმსახურებია ეს გამარჯვება.

"ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, სადაც მოდუნების დრო არ გაქვს. 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით. უამრავი შანსი გვქონდა, შეგვეძლო ყველაფერი გადაგვეწყვიტა, თუმცა მოვდუნდით და დავისაჯეთ. "მანჩესტერ იუნაიტედს" გამარჯვების მისაღწევად არაფერი გაუკეთებია, ეს გამარჯვება მათ უბრალოდ ვაჩუქეთ" - განაცხადა კრიშტიანო რონალდომ Sky Sport Italia-სთან საუბრისას.

"წითელ ეშმაკებთან" მარცხის მიუხედავად, "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. შემდეგ ტურში "ბებერი ქალბატონი" "ვალენსიას" სახლში
მიიღებს.


altჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "რეალმა" ისევ გაიმარჯვა და სოლარის კონტრაქტს უფორმებენ, "მანჩესტერმა" "იუვენტუსს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერაფერს იტყვი,კარგად დადგმილი და შესრულებული "სპეკტაკლი"ვიხილეთ,რის შემდეგაც ცხრილში არაფერი შეცვლილა.დიდი ფული(ტ......ი} და საჩუქარი მოურინიოსთვის,იტალიურ ფეხბუთში ადრინდელი მოღვაწეობის გამო.
გიოშა
11:29 10-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული