ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: ვინ მიჰყვება "ბარსელონას"?

AutoSharing Option
ერთადერთი გუნდი, რომელიც უკვე გასულია პლეი-ოფში და ბოლო ორი ტური შეუძლია მშვიდად, ექსპერიმენტებში გალიოს, "ბარსელონაა".

დანარჩენებს კი ჯერ კიდევ საბრძოლველი დარჩათ. დღეს ოთხ ჯგუფში ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩები გაიმართება...

E ჯგუფი
"ბაიერნსა" და "აიაქსს", სულ მცირე, ევროპალიგის პლეი-ოფი აქვთ განაღდებული. ბერძნული აეკ-ი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს ვეღარ შეწვდება და მხოლოდ ევროპალიგაზე გადასვლისთვის იბრძვის.

"ბაიერნი" გავა, თუკი "ბენფიკას" შინ ფრედ ეთამაშება. თუ გერმანული კლუბი მოიგებს, ხოლო "აიაქსი" - ვერა, "ბაიერნი" პირველ ადგილსაც გაინაღდებს.

"აიაქსი" გავა, თუკი აეკ-ს დაამარცხებს ან უბრალოდ, "ბენფიკა"
ვერ მოიგებს მიუნხენში.

"ბენფიკამ" აუცილებლად უნდა მოიგოს, რომ შანსი შეინარჩუნოს.

აეკ-აიაქსი 21:55
სავარაუდო შემადგენლობები
აეკ (4-3-2-1): ბარკასი - ბაკაკისი, ჩიგრინსკი, ლამპროპულოსი, ჰალტი - სიმოეში, გალანოპულოსი, გალო - მანტალოსი, ბოიე - ლივაია
აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი, დე ლიხტი, ვიობერი, ბლინდი - დე იონგი, ვან დე ბეეკი, შიონე - ნერესი, დოლბერგი, ტადიჩი

ბაიერნი-ბენფიკა 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-5-1): ნოიერი - რაფინია, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - კიმიხი, მიულერი, სანშეში, რობენი, რიბერი - ლევანდოვსკი
ბენფიკა (4-3-3): ვლახოდიმოსი - ანდრე ალმეიდა, რუბენ დიაში, კონტი, გრიმალდო - ფეისა, პიცი, გაბრიელი - რაფა, სერვი, ჟონასი

F ჯგუფი
ამ ჯგუფში "მანჩესტერ სიტის", სულ მცირე, ევროპალიგის პლეი-ოფი განაღდებული აქვს.

"სიტი" პლეი-ოფის საგზურს ლიონში ფრით მოიპოვებს, ხოლო თუ მოიგებს, პირველ ადგილსაც გაინაღდებს ჯგუფში.

"ლიონს" გასასვლელად "სიტის" დამარცხება ესაჭიროება. არის შანსი, რომ "ლიონს" ფრეც ეყოს, მაგრამ ამისთვის მეორე შეხვედრაშიც ფრე არის საჭირო.

"ჰოფენჰაიმს" ბრძოლის გასაგრძელებლად მოგება ესაჭიროება. თუ ფრეს ითამაშებს და "ლიონი" არ გავარდება, "ჰოფენჰაიმი" პლეი-ოფში ვეღარ გავა.

ლიონი-სიტი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ლიონი (4-4-2): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, დენაიერი, მენდი - ტუსარი, ნდომბელე, ფეკირი, ტრაორე - დემბელე, დეპაი
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, ლაპორტი, ზინჩენკო - ფოდენი, ფერნანდინიო, დელფი - მაჰრეზი, აგუერო, სანე

ჰოფენჰაიმი-შახტარი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - აკპოგუმა, ფოიტი, ბიჩაკჩიჩი - ბრენე, დემირბაი, შულცი, გრიფო, კრამარიჩი - ჟოელინტონი, ბელფოდილი
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - დანჩენკო, ხოჭოლავა, მატვიენკო, ისმაილი - მაიკონი, სტეპანენკო - ველინგტონ ნემი, ალან პატრიკი, ტაისონი - ჟუნიორ მორაეში

G ჯგუფი
"რეალმა" და "რომამ", სულ მცირე, ევროპალიგის პლეი-ოფი გაინაღდეს. "პლზენი" პლეი-ოფში ვეღარ გავა ჩემპიონთა ლიგაზე.

"რომას" ფრეც ჰყოფნის შინ "რეალთან" პლეი-ოფში გასასვლელად. შესაძლოა, წაგებულიც გავიდეს, თუ მეორე თამაშში ცსკა ვერ მოიგებს.

"რეალს" მოგება პირველ ადგილს გაუნაღდებს. თუ ცსკა ვერ მოიგებს, "რეალიც" ავტომატურად გადის.

ცსკა-მ აუცილებლად უნდა მოიგოს, რომ შანსი შეინარჩუნოს.

"პლზენმა" არ უნდა წააგოს, თორემ მესამე ადგილის შანსსაც კარგავს.

ცსკა-პლზენი 21:55
სავარაუდო შემადგენლობები
ცსკა (4-5-1): აკინფეევი - ფერნანდეში, ნაბაბკინი, ბეკაუ, შენნიკოვი - ახმეტოვი, ვლაშიჩი, ბისტროვიჩი, სიგურდსონი, ობლიაკოვი - ჩალოვი
პლზენი (5-4-1): ჰრუშკა - რჟეზნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი, ჰორავა - ჰროშოვსკი, პეტრჟელა, ჩერმაკი, კოვარჟიკი - ხორი

რომა-რეალი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): ოლსენი - სანტონი, ფასიო, მანოლასი, კოლაროვი - ფლორენცი, ნზონზი, კრისტანტე - იუნდერი, ჯეკო, ელ შაარავი
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, სებალიოსი, მოდრიჩი - ისკო, ბენემა, ბეილი

H ჯგუფი
"იუვენტუსს" ევროპალიგის პლეი-ოფის საგზური უკვე "ჯიბეში" აქვს. "იანგ ბოიზი" ლიგის პლეი-ოფში ვეღარ გავა.

"იუვეს" "ვალენსიასთან" ფრეც ჰყოფნის.

იტალიური კლუბი წაგების შემთხვევაშიც გავა, თუ მეორე მატჩში "მანჩესტერი" დამარცხდება.

"მანჩესტერი" გადის, თუ მოიგებს და მეორე შეხვედრაში "ვალენსია" ვერ იმარჯვებს.

"ვალენსია" პლეი-ოფის საგზურს დაკარგავს, თუ ვერ მოიგებს და მეორე შეხვედრაში "იუნაიტედი" "იანგ ბოიზს" დაამარცხებს.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში შვეიცარიელებმა აუცილებლად უნდა მოიგონ, რომ შანსი შეინარჩუნონ.

იუვენტუსი-ვალენსია 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდო
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, გედეში - მინა, როდრიგო

მანჩესტერი-იანგ ბოიზი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - იანგი, ბაილი, სმოლინგი, შოუ - ანდერი, მატიჩი, პოგბა - ლინგარდი, ლუკაკუ, მარსიალი
იანგ ბოიზი (4-4-2): ვან ბალმოოსი - მბაბუ, ლაუპერი, ფონ ბერგენი, ბენიტო - ფასნახტი, სოუ, აებიშერი, სულეიმანი - ნსამე, ასალე

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემს საყვარელ გუნდს ბარსას წარმატებებს ვუსურვებ! ასევე ჩემს საყვარელ ფეხბურთელს ლეოს კი ბევრი ბურთების გატანას!
ნონა
14:48 27-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული