ჩემპიონთა ლიგა. V ტური: პსჟ-მ "ლივერპული" დაამარცხა - პლეი-ოფის 12 მონაწილე ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
ოთხშაბათს, 28 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მეორე სათამაშო დღის დარჩენილი მატჩები გაიმართა.

"დორტმუნდი" სახლში "ბრიუგეს" დაუზავდა (0:0) და ჯგუფიდან "ატლეტიკოსთან" ერთად გავიდა შემდეგ ეტაპზე. "ბრიუგემ" ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

"ბარსელონამ" ეინდჰოვენში 2:1 პსვ-ს მოუგო. მესიმ ლიგის მიმდინარე გათამაშების 3 შეხვედრაში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მან ჯგუფურ ეტაპზე 66 მატჩში 66 გოლი მიითვალა, "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს გაასწრო და რეკორდსმენი გახდა. "ბარსამ" მეოცედ მოიგო ჯგუფური ეტაპი, რაც რეკორდია.

"პორტუმ" "დრაგაოზე" "შალკეს" 3:1 სძლია და ეს ორივე გუნდი გავიდა შემდეგ ეტაპზე.

პსჟ-მ
პარიზში "ლივერპული" 2:1 დაამარცხა. ერთი გოლი ნეიმარმა გაიტანა და 31 გოლით ტურნირის ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი გახდა. "ლივერპულმა" პირველად ისტორიაში წააგო სამივე გასვლითი მატჩი და იმისათვის, რათა ჯგუფში არ ჩარჩეს, ბოლო ტურში "ენფილდზე" ნაპოლის" უნდა მოუგოს.


ასე და ამგვარად, ცნობილი გახდა პლეი-ოფის 12 მონაწილე: "ბარსელონა", "აიაქსი", "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერი", "რომა", "რეალი", "იუვენტუსი", "ატლეტიკო", "დორტმუნდი", "პორტუ" და "შალკე".

A ჯგუფი
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 66 099 მაყურებელი
დორტმუნდი - ბრიუგე 0:0


B ჯგუფი
ეინდჰოვენი. "ფილიპსი". 34 600 მაყურებელი
პსვ - ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 მესი (61), 0:2 პიკე (70), 1:2 დე იონგი (84)


ლონდონი. "უემბლი". 57 132 მაყურებელი
ტოტენჰემი - ინტერი 1:0
გოლი: 1:0 ერიკსენი (80)


C ჯგუფი
პარიზი. "პარკ დე პრენსი". 46 880 მაყურებელი
პსჟ - ლივერპული 2:1
გოლები: 1:0 ბერნატი (13), 2:0 ნეიმარი (37), მილნერი (45, პენ)


ნეაპოლი. "სან პაოლო". 44 470 მაყურებელი
ნაპოლი - ცრვენა ზვეზდა 3:1
გოლები: 1:0 ჰამშიკი (11), 2:0 მერტენსი (31), 3:0 მერტენსი (52), 3:1 ბენ ნაბოუჰანე (57)


D ჯგუფი
პორტუ. "დრაგაო". 45 000 მაყურებელი
პორტუ - შალკე 3:1
გოლები: 1:0 მილიტაო (52), 2:0 კორონა (55), 2:1 ბენტალები (89, პენ), 3:1 მარეგა (90)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული