"ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ტოტენჰემთან" არ ითამაშებს.
"ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ურუგვაელის დასვენება გადაწყვიტა, რადგან მას მუხლი აწუხებს.
"ბარსელონამ" უკვე გაინაღდა ჯგუში პირველი ადგილი, ლონდონური გუნდისთვის კი ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე სუარესმა 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ბარსელონასა" და "ტოტენჰემის" შეხვედრა 11 დეკემბერს გაიმართება.