ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში "ბარსელონასთან" მიღწეული ფრით (1:1) და პლეი-ოფში გასვლით გამოწვეული სიხარული ვერ დამალა "ტოტენჰემის" მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინიომ.
"ფეხბურთელებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს და ფანტასტიკურად ითამაშეს. გულშემატკივრები გავახარეთ. კლუბისთვის დიდი, დიდი მიღწევაა.
ძალიან ვვნერვიულობდით, რადგან როდესაც ჩვენი შეხვედრა დასრულდა, პარალელურად მიმდინარე მატჩის შედეგი არ ვიცოდით. ეს ორი საოცრად მძიმე წუთი იყო, მაგრამ საბოლოოდ ძალიან გავიხარეთ.
ბოლომდე არ დამიკარგავს იმედი. ბევრი მომენტი შევქმენით. ამდენი მომენტის გაცუდების შემდეგ ერთი პირობა ვიფიქრეთ, რომ აღარ გაგვიმართლებდა.
"ბარსელონასთან" ერთად ჯგუფიდან გასვლა დავიმსახურეთ. ჩვენი
გუნდები ჯგუფში საუკეთესონი იყვნენ".