მერვედფინალი 1/8
შალკე
0
:
0
სიტი
ატლეტიკო
0
:
0
იუვენტუსი
იუნაიტედი
0
:
0
პსჟ
ტოტენჰემი
0
:
0
დორტმუნდი
ლიონი
0
:
0
ბარსელონა
რომა
0
:
0
პორტო
აიაქსი
0
:
0
რეალი
ლივერპული
0
:
0
ბაიერნი
more

იურგენ კლოპი: "ბაიერნი" დიდი კლუბია, მაგრამ ბუნდესლიგას ყველაზე კარგად ვიცნობ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია. ინგლისური "ლივერპულის" მეტოქე მიუნხენის "ბაიერნი" იქნება, რომელსაც "წითლების" დამრიგებელი კარგად იცნობს და მათთან ჩემპიონთა ლიგის ფინალიც კი აქვს წაგებული.

იურგენ კლოპის თქმით, "ბაიერნი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ის ბუნდესლიგას ყველაზე კარგად იცნობს.

"კარგი, მაგრამ რთული მეტოქეა. ჩემთვის გერმანიაში დაბრუნება შესანიშნავია. მატჩისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო გვაქვს და იმედია, ყველა მოთამაშე ჯანმრთელად იქნება. ეს "ბაიერნი" განსხვავდება იმ გუნდისგან, რომელსაც მე ვეთამაშებოდი. აქ სამი წელია ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ატმოსფერო, სტადიონი შესანიშნავი იქნება. "ბაიერნის" დომინაცია გერმანული ფეხბურთის
აღმასვლის ხანას დაემთხვა. ის დიდი კლუბია, მაგრამ ფაქტია, რომ მე ბუნდესლიგას ყველა ქვეყნის ლიგაზე უკეთესად ვიცნობ. მოუთმენლად ველოდები ამ მატჩებს" - განაცხადა იურგენ კლოპმა "ლივერპულის"ოფიციალურ გვერდთან საუბრისას.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი სტარტს 12 თებერვალს აიღებს.

altჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 1 /
არც მთლად ლივერპულის სასარგებლოდ არის საქმე, მაგრამ კლოპს აშკარად დღევანდელ ბაიერნთან შეხვედრა ერჩივნა ვინმესთან შეყრას. გერმანელებს ბლომად პრობლემები აქვთ უკანა ხაზში, მაგრამ ლევანდოვსკის გაჩერებაც არ არის ადვილი.მოკლედ, მშვენიერი თამაშები იქნება
)))))
19:18 17-12-2018
2

სიახლეები პოპულარული