ნიკო კოვაჩი "ლივერპულის" დამარცხებაში დარწმუნებულია

AutoSharing Option
"ბაიერნის" მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ლივერპული" შეხვდება.

"მაგარი მატჩები გველის, რომელთაც მოუთმენლად ველით. ყველაზე რთული მეტოქე შეგვხდა. გასულ სეზონში ტურნირის ფინალში გავიდნენ, ახლა კი პრემიერლიგას ლიდერობენ.

ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. თუმცა, ჩვენ "ბაიერნი" ვართ, დარწმუნებული ვარ, "ლივერპულს" ესმის, რა მნიშვნელობა აქვს განმეორებითი მატჩის მიუნხენში ჩატარებას.

ვნახოთ რა გამოვა. მეოთხედფინალში გასვლაში დარწმუნებული ვარ", - ციტირებს კოვაჩს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
პეტირ ბეილიშს(ნეკას) გავს სატახტოთა თამაშებიდან, ასე რომ რამე გეგმა ექნება
გიორგი
12:26 18-12-2018
1
მე კი იმაში ვარ დარწმუნებული რომ ლივერპული ინგლისში ჰანდიკაპით გაგძუყნით და მეორე თამაშს აზრიც აღარ ექნება!
ნიკა
04:44 18-12-2018
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული