ნიკო კოვაჩი "ლივერპულის" დამარცხებაში დარწმუნებულია

AutoSharing Option
"ბაიერნის" მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ლივერპული" შეხვდება.

"მაგარი მატჩები გველის, რომელთაც მოუთმენლად ველით. ყველაზე რთული მეტოქე შეგვხდა. გასულ სეზონში ტურნირის ფინალში გავიდნენ, ახლა კი პრემიერლიგას ლიდერობენ.

ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. თუმცა, ჩვენ "ბაიერნი" ვართ, დარწმუნებული ვარ, "ლივერპულს" ესმის, რა მნიშვნელობა აქვს განმეორებითი მატჩის მიუნხენში ჩატარებას.

ვნახოთ რა გამოვა. მეოთხედფინალში გასვლაში დარწმუნებული ვარ", - ციტირებს კოვაჩს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე კი იმაში ვარ დარწმუნებული რომ ლივერპული ინგლისში ჰანდიკაპით გაგძუყნით და მეორე თამაშს აზრიც აღარ ექნება!
ნიკა
04:44 18-12-2018
9
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გუნდს უფრო ლივერპული ჰგავს და მწვრთნელზე არც ღირს ლაპარაკი.რიბერი და რობენი კარიერას ასრულებენ, გასაკვირი ის არის, კოვაჩს რისი იმედი აქვს. უბრალოდ იქამდე საკმაო დროა დარჩენილი
)))))
01:06 18-12-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული