"ბაიერნის" მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ლივერპული" შეხვდება.
"მაგარი მატჩები გველის, რომელთაც მოუთმენლად ველით. ყველაზე რთული მეტოქე შეგვხდა. გასულ სეზონში ტურნირის ფინალში გავიდნენ, ახლა კი პრემიერლიგას ლიდერობენ.
ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. თუმცა, ჩვენ "ბაიერნი" ვართ, დარწმუნებული ვარ, "ლივერპულს" ესმის, რა მნიშვნელობა აქვს განმეორებითი მატჩის მიუნხენში ჩატარებას.
ვნახოთ რა გამოვა. მეოთხედფინალში გასვლაში დარწმუნებული ვარ", - ციტირებს კოვაჩს კლუბის საიტი.