"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "იუვენტუსთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"იუვენტუსი" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მის გამოგდებას შევეცდებით. ამ ორ კლუბს შორის უდიდესი ურთიერთპატივისცემაა. აღფრთოვანებული ვარ "იუვეს" პრეზიდენტით, ანდრეა ანიელით. ვფიქრობ, ჩვენს წყვილში გამარჯვებული ფინალში გავა. იმედია, ეს ჩვენ ვიქნებით.
რონალდო? ის მესისთან, გრიზმანთან, ნეიმართან და მბაპესთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში შედის. გასაოცარი ფეხბურთელია, რაც "იუვენტუსშიც" დაამტკიცა. მას პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია. რონალდოს ადრეც შევხვედრილვართ", - განუცხადა სერესომ "ტუტოსპორტს".
ამ გუნდების პირველი შეხვედრა 20 თებერვალს
მადრიდში, განმეორებითი კი 12 მარტს ტურინში ჩატარდება.