13 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "რომამ" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "პორტუს".
პირველ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა, მასპინძლებს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შანსი, მაგრამ ჯეკოს დარტმული ბურთი ძელს მოხვდა.
სამაგიეროდ მეორე ტაიმში წავიდა სახალისო თამაში. რომაელთა 19 წლის ნახევარმცველმა ძანოლომ დუბლი შეასრულა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ადრიანმა ერთი ბურთი გაქვითა.
საბოლოოდ ლოგიკური 2:1 და საკითხავია, ეყოფა თუ არა ჯალოროსის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ერთბურთიანი ფორა? ერთი რამ ცხადია, "დრაგაოზე" 7 მარტს ნამდვილი ომი იქნება.
ძანოლო ამ ტურნირზე დუბლის შემსრულებელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.
რომი. "ოლიმპიკო". 51 727 მაყურებელი
რომა - პორტუ 2:1
გოლები: 1:0 ძანოლო (70), 2:0 ძანოლო (76), 2:1 ადრიანი (78)
რომა: მირანტე, მანოლასი, კოლაროვი, ფლორენცი, ფასიო, კრისტანტე, დე როსი, ძანოლო, პელეგრინი (ნზონზი 83), ელ შაარავი (კლუივერტი 90), ჯეკო
პორტუ: კასილიასი, ფელიპე, ტელესი, ედერი, მილიტაო, პეპე, ოტავიო (ერნანი 84), პერეირა (ფერნანდო 76), ერერა, ბრაიმი (ადრიანი 68), სოარესი
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: პსჟ-მ ნეიმარისა და კავანის გარეშე "მანჩესტერს" სტუმრად მოუგო[VIDEO]