"ბაიერნთან" მატჩს "ლივერპული" სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება

AutoSharing Option
მცველი დეიან ლოვრენი და თავდამსხმელი რობერტო ფირმინო "ლივერპულს" "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ვერ დაეხმარებიან.

მათ დღეს გუნდის ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ. ლოვრენმა ტრავმა ვერ მოირჩინა, ფირმინო კი ავადაა.

ამას გარდა, "ბაიერნთან" დისკვალიფიკაციის გამო ვირგილ ვან დეიკი ვერ ითამაშებს, ხოლო ჯო გომესი ტრავმირებულია.
როგორც ვარაუდობენ, დაცვის ცენტრში მწვრთნელი იურგენ კლოპი ფაბინიოსა და ჟოელ მატიპს დააყენებს.

"ლივერპულისა" და "ბაიერნის" მატჩი 19 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საიდან მოიტანეთ ფირმინოს ამბავი? ლივერის ოფიციალურ გვერდზე არაფერი წერია... ლოვრენი და გომესი კარგა ხანია არ თამაშობენ, მატიპი ცვლის მაგათ წარმატებით....ერთადერთი სერიოზული დანაკლისი არის ვან დეიკი, მაგრამ სამაგიეროდ ვეინალდუმი და ტრენტი დაბრუნდნენ გუნდში
zaz71
10:47 19-02-2019
1
აუფ.რას ამბობ ბაიერნი ხოა მთელი სასტავით
ემირი
03:28 19-02-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული