როგორც "ბებერი ქალბატონის" ვებგვერდი იუწყება, გერმანელ მოთამაშეს გულისცემის რიტმი აქვს დარღვეული.
"სამი ხედირა ტურინში დარჩება. მას ელექტროფიზიოლოგიური კვლევა და შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება, რადგან არითმიის ნიშნები აღენიშნება" - ვკითხულობთ "იუვენტუსის" განცხადებაში.
მადრიდის "ატლეტიკოსა" და იტალიის ჩემპიონის მატჩი დღეს, 20 თებერვალს, 23:59 წუთზე დაიწყება.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალის წინ: იწყება მთავარი მატჩები