ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: კაცნაკლულმა "მანჩესტერ სიტიმ" "შალკეს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
20 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 3:2 მოუგო "შალკეს".

ანგარიში აგუერომ გახსნა, რომელმაც უკანასკნელ 7 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. თუმცა, მასპინძლები არ გატყდნენ, 9-წუთიან ინტერვალში 2 პენალტი მოინადირეს და ორივე ბენტალებმა გამოიყენა. მან "ხუმარებში" თოთხმეტიდან თოთხმეტივე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმი "ქალაქელების" შეტევებით დაიწყო, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს, ოტამენდიმ კი შეცვლაზე შესული ბურშტალერი მოცელა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. გვარდიოლამ უმალ შეცვალა დავიდ სილვა კომპანით, ხოლო შემდეგ აგუერო სანეთი, რაც ა,ლბათ იმით იყო გამოწვეული, რომ რიცხობრივ
უმცირესობაში დარჩენილებს კიდევ ერთი გოლი არ გაეშვათ. გაეშვათ კი არადა, ჯერ სანემ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა და გოლი არ აღნიშნა, ხოლო ბოლოს სტერლინგმაც გაიტანა გოლი და 2:3.

განმეორებითი მატჩი 12 მარტს გაიმართება.

გელზენკირხენი. "ველტინს არენა". 54 417 მაყურებელი
შალკე - მანჩესტერ სიტი 2:3
გოლები: 0:1 აგუერო (18), 1:1 ბენტალები (38, პენ), 2:1 ბენტალები (45, პენ), 2:2 სანე (85), 2:3 სტერლინგი (90)
გაძევება: ოტამენდი (68)

შალკე: ფერმანი, ოჩიპკა, ნასტასიჩი, ს. სანე, ბრუმა, მენდილი (ბურშტალერი 65), უტი (ჰარიტი 88), კალიჯური, სერდარი, მაკენი (სკრიბსკი 78), ბენტალები

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, ლაპორტი, ოტამენდი, უოლკერი, აგუერო (სანე 78), ფერნანდინიო, გიუნდოგანი, დე ბრიუნე (ზინჩენკო 87), დავიდ სილვა (კომპანი 70), ბერნარდუ სილვა, სტერლინგი

მკითხველის კომენტარები / 1 /
შალკე საერთოდ ჯგუფიდანაც როგორ გავიდა, გასაკვირია. აქ კი სრული კრახი განიცადა, რაც დაწინაურდა. მეორე გოლის შემდეგ სიტის ნახევარზე არ გადასულა, ისე გაატანინა ძალით ორი გოლი.ფეხბურთისთვის ნამდვილად ჯობია სიტი გავიდეს. შალკესნაირ გუნდებს წარმატების არანაირი შანსი არა აქვთ
????
02:30 21-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული