მასიმილიანო ალეგრი: არაფერიც არ დასრულებულა - გაიხსენეთ "რეალთან" მატჩი

AutoSharing Option
"ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩის წაგება (0:2) "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ასე ახსნა.

"მეორე ტაიმი საშინელი იყო. პირველი გოლის გაშვების შემდეგ შეცდომა დავუშვით. ამ გუნდს ეხერხება კარში დაურტყმელად მოგება.

მეორე ტაიმში კარში ბურთი არ დაგვირტყამს. მოწინააღმდეგე კი სტანდარტულებზე აგრესიულად თამაშობდა და დაგვსაჯა კიდეც.

ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ამისათვის რწმენა არ უნდა დავკარგოთ. ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი მწყობრში ჩადგება, გლოვით საქმეს ვერ უშველი. "ატლეტიკო" ცუდად თამაშს გაიძულებს, ნელ ტემპში.

შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია. ამის
უნდა გვჯეროდეს.

მეორე გოლის შემდეგ დეზორგანიზებულნი გავხდით, შეიძლებოდა მესამე ბურთი გაგვეშვა. ეს არ შეიძლება. საბედნიეროდ მესამე გოლი არ გავუშვით. 0:2-ის ამოქაჩვა უფრო ადვილია. არაფერიც არ დასრულებულა, არაფერი არ დასრულდა "რეალთან" 0:2-ის წაგების შემდეგაც. მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ საპასუხო მატჩი ტურინში გაიმართება.

ჩვენ მივეჩვიეთ "ატლეტიკოს" დაბალ ტემპს, შემდეგ ჩვენზე უფრო სწრაფად ამოქმედნენ, რაც სიახლე არაა. ამას უკვე 8 წელიწადია აკეთებენ. ისინი მოდუნებას გაიძულებენ. თამაშიდან გოლი არ გავუშვით, რადგან როგორც წესი, მათ ასე გოლი არ გააქვთ - ან კონტრშეტევაზე იტანენ ან სტანდარტულიდან".

altდიეგო სიმეონე: რატომ მოვიკიდე კვერცხებზე ხელი? - კვერცხები გვაქვს, დიდი კვერცხები!

altრონალდო თავს იმშვიდებს: მე ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოვიგე, "ატლეტიკომ" - ვერც ერთხელ

altდიეგო გოდინი: მსაჯის და ვიდეოგამეორების მიერ შექმნილი სირთულეები გადავლახეთ

altჯორჯო კიელინი: ასეთი წაგების შემდეგ მეოთხედფინალში გასვლა გაგვიჭირდება

მკითხველის კომენტარები / 6 /
შუა ხაზი ყავს იუვეს სუსტი.
მაინც აქვთ ატელტიკოს ბერიერის გადალახვის შანსი
lashamax
08:34 26-02-2019
1
ფეხბურთი იმითაც არის ბევრისთვის ძალიან მიმზიდველი სპორტი რომ წინასწარ პროგნოზირება ხშირად ცრუვდება. ისტორიას ბევრი ახსოვს 'ამოქაჩული' თამაშები, მეორე თამაშში კი არა, მეორე ტაიმშივე. იმედი დავიტოვოთ რომ მეორე თამაში უფრო სანახაობრივი იქნება და დამსახურებული გავა შემდეგ ეტაპზე.
იმედია ეს იუვე იქნება!
ლექსო
16:32 23-02-2019
0

სიახლეები პოპულარული