ჩემპიონთა ლიგაზე "შალკეს" დამარცხებით (3:2) გამოწვეულ სიხარულს "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ვერ მალავდა.
"შესანიშნავი შედეგია. ჩვენ მათ ორი თერთმეტმეტრიანი და შემდეგ გაძევება ვაჩუქეთ, რაც დაუშვებელია, მით უმეტეს ამ ტურნირზე. ჩემპიონთა ლიგის დასკვნით სტადიაზე ბრძოლისათვის ჯერაც არ ვართ მზად, თუმცა შედეგი კარგია.
კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ადვილად ვკარგავდით ბურთს. პენალტები ალბათ, იყო. მე ვიდეოგამეორებას ვენდობი. ხანდახან ეჭვი მიჩნდება, მაგრამ ამჯერად ეს ასე არ ყოფილა.
საოცარი ბრძოლოსუნარიანობა გამოვიჩინეთ. ორი გოლი ვაჩუქეთ და მათ არაფერი არ გაუკეთებიათ. ჯერ არაფერი არ დასრულებულა, ჩემპიონთა ლიგა
სულ სხვა ტურნირია".