პეპ გვარდიოლა: "შალკეს" არაფერი არ შეუქმნია - ორი პენალტი და გაძევება ვაჩუქეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "შალკეს" დამარცხებით (3:2) გამოწვეულ სიხარულს "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ვერ მალავდა.

"შესანიშნავი შედეგია. ჩვენ მათ ორი თერთმეტმეტრიანი და შემდეგ გაძევება ვაჩუქეთ, რაც დაუშვებელია, მით უმეტეს ამ ტურნირზე. ჩემპიონთა ლიგის დასკვნით სტადიაზე ბრძოლისათვის ჯერაც არ ვართ მზად, თუმცა შედეგი კარგია.

კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ადვილად ვკარგავდით ბურთს. პენალტები ალბათ, იყო. მე ვიდეოგამეორებას ვენდობი. ხანდახან ეჭვი მიჩნდება, მაგრამ ამჯერად ეს ასე არ ყოფილა.

საოცარი ბრძოლოსუნარიანობა გამოვიჩინეთ. ორი გოლი ვაჩუქეთ და მათ არაფერი არ გაუკეთებიათ. ჯერ არაფერი არ დასრულებულა, ჩემპიონთა ლიგა
სულ სხვა ტურნირია".

მკითხველის კომენტარები / 4 /
შალკეს სამარცხვინოობა იქ გამოჩნდა რო კაცნაკლულ სიტის ბურთი მიცა და დაცვაში ჩაჯდა არადა კარგი შანცი ქონდა შეტია იქნებ შეეგდო მესამე. ისე სიტისაც დიდი არაფელი უთამაშია პირველი გოლი აჩუქეს მეორე საჯარიმო დარტყმით გაიტანეს
გოგა
21:22 21-02-2019
1
შალკე რომ სამარცხვინოა მანდედანაც ჩანს,მაგრამ სიტიმ თუ ასე დაარიგა გაძევებები და პენალტები, შორს ნამდვილად ვერ წავა. სიტის აშკარად ყველაზე სუსტი და ,,გულუხვი,, მეტოქე შეხვდა
????
10:36 21-02-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული