სანტიაგო სოლარი: გულშემატკივრებს ვთხოვ, ზურგი არ გვაქციონ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "აიაქსთან" დამარცხების შემდეგ, კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ გააკეთა.

"მძიმე კვირა გვქონდა. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, ზურგი არ გვაქციოთ.

რა თქმა უნდა, რამოსი გვაკლდა, ის ჩვენი კაპიტანია.

შემეძლო თუ არა სხვა შემადგენლობის დაყენება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ბევრი ახალგაზრდები გყავს. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან.

ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ჩვენი ხასიათი გამოვავლინოთ, რადგან "რეალი" იმაზე მეტია, ვიდრე ყველა ჩვენ. "რეალი" ყოველთვის ბრუნდება და ბრუნდება უფრო ძლიერი".

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია ამას გააგდებენ, , მაგრამ მოურინიოს არ მოათრევენ
llcl
10:06 06-03-2019
1
წადი შენი დაღუპე ხალხი.
დათო
09:52 06-03-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული