დანი კარვახალი: ერთ კვირაში ყველაფერი წავაგეთ - რა "მყრალი" სეზონია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა დანი კარვახალმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში ამსტერდამის "აიაქსთან" (1:4) განცდილი მარცხის შემდეგ მიმდინარე სეზონს მისი გუნდისთვის მყრალი უწოდა.

"არასდროს მიგრძვნია თავი ასე საშინლად. არც კი ვიცი, ეს როგორ გადმოვცე.

ერთ კვირაში ყველაფერი წავაგეთ. გამართლების ძებნას აზრი არ აქვს. მეტოქემ გვაჯობა და დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე.

ძალიან რთული იყო "ბარსელონასთან" ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ძალების მოკრება, თუმცა ჩვენ ნათელი გონებით გავედით მოედანზე და გამარჯვების მიღწევა გვსურდა. ორჯერ შევცდით და ორი შეცდომა დავუშვით. მეორე ტაიმი უკეთ დავიწყეთ, მაგრამ
მესამე გოლმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა.

ვერ ვხედავ ციკლის დასასრულს. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ზრდის დიდი პოტენციალი გვაქვს. დასამალი არაფერი გვაქვს, მყრალ სეზონს ვატარებთ", - განაცხადა კარვახალმა.

altნაჩო "რეალის" ლიგიდან გავარდნაზე: ხანდახან მეფეებსაც ამხობენ

alt"ბერნაბეუს" გმირი ტადიჩი "რეალის" განადგურებაზე: ზინედინ ზიდანის ყველა თამაში ვნახე და...

altსანტიაგო სოლარი: გულშემატკივრებს ვთხოვ, ზურგი არ გვაქციონ

altჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. ერიჰა - ორი ელ კლასიკოს წაგების შემდეგ, "რეალი" ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოვარდა! [VIDEO]



მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
არც ეხლა დაიჯერებთ რომ რონალდუ უდიდესი ფეხბურთელია ?!
გულშემატკივარი
13:49 06-03-2019
4
ისე მართლა რა ცუდ დღეშია რეალი. სადღაც მეცოდებიან კიდევაც.
gogi
13:42 06-03-2019
0

სიახლეები პოპულარული