რამოსი ვიპ-ლოჟიდან "რეალის" სირცხვილს უყურებდა, მას კი ფილმში იღებდნენ

AutoSharing Option
"სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" სენსაციურ მარცხს სამეფო კლუბის კაპიტანი თვალყურს პირადი ვიპ-ლოჟიდან ადევნებდა, სადაც მის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობდა. დოკუმენტური ფილმის გადაღება რამოსმა იანვრის ბოლოს დააანონსა.

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ოპერატორები მთელი მატჩის განმავლობაში იღებდნენ რამოსის ქმედებებს როგორც ვიპ-ლოჟაში, ასევე გასახდელში, მატჩის დაწყებამდე. დოკუმენტური ფილმი, რომელსაც კომპანია "ამაზონი" იღებს, ფეხბურთელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მოგვითხრობს.

შეგახსენებთ, რომ პირველი 1/8-ფინალური მატჩის დროს, რომელიც "რეალმა" ანგარიშით 2:1 მოიგო, მადრიდელთა კაპიტანმა განზრახ მიიღო ყვითელი ბ
არათი, რათა საპასუხო მატჩი გამოეტოვებინა და მეოთხედფინალური მატჩების გამოტოვების საფრთხე არ დამდგარიყო.

ამის შემდეგ უეფა-მ 32 წლის მცველს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანა, მისი გუნდი კი საკუთარ მოედანზე ამსტერდამის "აიაქსთან" დამარცხდა (1:4) და ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირს გამოეთიშა.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. ერიჰა - ორი ელ კლასიკოს წაგების შემდეგ, "რეალი" ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოვარდა! [VIDEO]

alt"ბერნაბეუს" გმირი ტადიჩი "რეალის" განადგურებაზე: ზინედინ ზიდანის ყველა თამაში ვნახე და...

altდანი კარვახალი: ერთ კვირაში ყველაფერი წავაგეთ - რა "მყრალი" სეზონია

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეგონა ამსტერდამში მოუგეთ და მადრიდში რაღა საჭირო ვარ, ისეც ხომ გავაგდებთო
Geo_Dinamo
12:41 06-03-2019
0
აი რა მოაქვს ზედმეტ თვითდაჯერულობას.
კახა ქირია
14:26 06-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული