ნეიმარი: ეს სამარცხვინოა, ვიდეოგამეორებაზე ფეხბურთის 4 არმცოდნე დააყენეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "მანჩესტერთან" დამარცხების შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილო იყო პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი.

"ეს სამარცხვინოა, ვიდეოგამეორებაზე ფეხბურთის 4 არმცოდნე დააყენეს.

არანაირი პენალტი არ იყო. როგორ უნდა მოეცილებინა კიმპემბეს ხელი?" - წერს ნეიმარი სოციალურ ქსელში.

კომენტარი პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ელ ჰელაიფიმაც გააკეთა:

"ჩემის აზრით, ეს თერთმეტმეტრიანი არ იყო. ძალიან ადვილია ასეთი გადაწყვეტილების პსჟ-ს წინააღმდეგ მიღება და ძალიან ძნელია მსგავსი გადაწყვეტილების სხვა გუნდის მიმართ მიღება", - განუცხადა ელ ჰელაიფიმ RMC-ს.





მკითხველის კომენტარები / 11 /
არ მეგონა ნეიმარმა ფეხბურთის წესები თუ არ იცოდა. 100%-იანი პენალტი იყო და ამას არც არავინ განიხილავს.
ლევანი
11:21 07-03-2019
1
წესები შეიცვალა ძმაო, ჩაიხედე, არ გაწყენს, თუ კითხვა იცი, რა თქმა უნდა.
ფულზე დახარბებულ ციგან ნეიმარს
13:47 07-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული