უეფა "აიაქსის" მესამე გოლზე და პსჟ-ის კარში დანიშნულ პენალტზე განმარტებებს აკეთებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩების დროს მომხდარ საკამათო ეპიზოდებთან დაკავშირებით უეფამ განმარტებები გააკეთა.

როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს საიტზეა ნათქვამი, საკამათო ეპიზოდებში მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს.

მათი განცხადებით, "რეალის" კარში დუშან ტადიჩის გოლი წესების დაცვით იყო გატანილი და მთავარმა არბიტრმა ფელიქს ბრიხმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"ვიდეორეფერის ბრიგადამ ზედმიწევნით შეისწავლა სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული ხელმისაწვდომი ყველა გამეორება. არც ერთი მათგანი არ შეიცავდა იმის უტყუარ მტკიცებულებას, რომ ბურთმა მოედნის ფარგლები მთლიანად დატოვა.

რეფერის ასისტენტმა, რომელიც ოპტიმალურ პოზიციაში იმყოფებოდა, ასევე დაადასტურა, რომ ბურთს გვერდითი
ხაზი მთლიანად არ გადაუკვეთია. ამიტომ მსაჯს მონიტორზე საკუთარი თვალით გამეორების ნახვა არ დასჭირვებია.

შესაბამისად, მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ინციდენტში არ ჩაერია და გოლი ჩათვალა", - ნათქვამია ოფიციალურ განმარტებაში.

Sportall.Ge
უეფაში შეაფასეს პსჟ-"მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩში მომხდარი ინციდენტიც, როდესაც პარიზელთა მცველის, პრესნელ კიმპემბეს მიერ ხელით თამაშისთვის შეხვედრის მთავარმა მსაჯმა დამირ სკომინამ მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა.

"მსაჯის ვიდეოასისტენტმა სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული ხელმისაწვდომი გამეორებები შეისწავლა და მთავარ მსაჯს საჯარიმოში მომხდარი ინციდენტის მონიტორზე საკუთარი თვალით ნახვა ურჩია.

გამეორების ნახვის შემდეგ მთავარმა მსაჯმა დაადასტურა, რომ ბურთის მოძრაობის დისტანცია მოკლე არ იყო და დარტყმა მოულოდნელი არ ყოფილა.

მცველის ხელი არ იყო ტანზე მიბჯენილი და მისცა მცველს შესაძლებლობა, სხეულის ფართობი გაეზარდა, რის გამოც კარისკენ მიმავალმა ბურთმა აღნიშნული მიმართულებით მოძრაობა შეწყვიტა. სწორედ ამიტომ მსაჯმა 11-მეტრიანი დარტყმა დანიშნა", - წერია უეფას განმარტებაში.

Sportall.Ge

altოლე გუნარ სოლსკიაერი: გაწეული ხელით მცველმა სხეულის მოცულობა გაზარდა - ასე რომ, პენალტი იყო

altნეიმარი: ეს სამარცხვინოა, ვიდეოგამეორებაზე ფეხბურთის 4 არმცოდნე დააყენეს

altჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. "მანჩესტერმა" საოცრება მოახდინა - პარიზში პსჟ დაამხო! [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. ერიჰა - ორი ელ კლასიკოს წაგების შემდეგ, "რეალი" ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოვარდა! [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 15 /
რეალი მაგრად არ მიყვარს მარა ეს აუტი როგორ არ არის
5
პსჟ-ს არაბებს აქვთ ბევრი ფული,მაგრამ ეგენი ფეხბურთისთვის კი არ მისულან გუნდში,ფულის საკეთებლად არიან. პსჟ-მ არაფერი გააკეთა მოსაგებად,კარში არ ურტყამდნენ. თქვენ წარმოგიდგენიათ ბარსას 1-6 და მანჩესტერთან 1-3-ზე რამხელა ფული გაკეთდა?
საბა
18:33 08-03-2019
0

სიახლეები პოპულარული