ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: შეძლებს "იუვენტუსი" "ატლეტიკოსთან" გოლის გატანას?

AutoSharing Option
დღეს, 12 მარტს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.

ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის საუკეთესო რვა გუნდში ადგილი უკვე მოიპოვა ამსტერდამის "აიაქსმა", ლონდონის "ტოტენჰემმა", "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "პორტუმ".

"იუვენტუსი" ტურინში მადრიდის "ატლეტიკოს" მიიღებს. პირველ შეხვედრაში დიეგო სიმეონეს შეგირდებმა "ბებერი ქალბატონი" მათთვის კომფორტული სხვაობით, 2:0 დაამარცხეს.

მეტოქის კარში გოლები ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველებმა - ხოსე ხიმენესმა და დიეგო გოდინმა გაიტანეს. ეს უკანასკნელი კი ტრავმირებულია და უცნობია, მოახერხებს თუ არა საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.

ეს მადრიდელთა შემადგენლობაში ერთადერთი პრობლემა არ არის,
დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ტომასი და დიეგო კოშტაც გამოტოვებენ. ტრავმირებულები არიან ფილიპე ლუისი და ლუკას ერნანდესიც.

"ატლეტიკოს" უკანა ხაზში პრობლემები აქვს, თუმცა ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.

რაც შეეხება "იუვენტუსს", "ბებერ ქალბატონი" სერია A-ში წარმატებულად ასპარეზობს, მის ჩემპიონობას საფრთხე არ ემუქრება. ამიტომ მასიმილიანო ალეგრის შეგირდები მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე არიან გადართულები.

"იუვენტუსს" დისკვალიფიკაციის გამო ალექს სანდრო დააკლდება. ტრავმირებულები არიან სამი ხედირა და ანდრეა ბარძალი. საეჭვოა მატია დე შილიოს და დუგლას კოშტას თამაშიც.

ფაქტები
  • "იუვენტუსი" და "ატლეტიკო" ერთმანეთს ისტორიაში სამჯერ შეხვდნენ. ორ შემთხვევაში "ატლეტიკომ" მოიგო, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა;
  • "იუვენტუსს" "ატლეტიკოს" კარი არასდროს აუღია, მადრიდელებმა კი ეს სამჯერ შეძლეს;
  • კრიშტიანო რონალდოს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ჩატარებულ 32 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი.

12 მარტი. ალიანს სთედიუმი
იუვენტუსი-ატლეტიკო 23:59 (0:2)
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი: შჩესნი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, კანსელო, ჩანი, პიანიჩი, მატუიდი, ბერნანდესკი, მანჯუკიჩი, რონალდო.
ატლეტიკო: ობლაკი, არიასი, ხიმენესი, გოდინი, ხუანფრანი, კოკე, როდრიგო, სოლ ნიგესი, ლემარი, გრიზმანი, მორატა.
არ ითამაშებს: ალექს სანდრო, ხედირა (ორივე იუვენტუსი), დიეგო კოშტა, ლუკას ერნანდესი, ფილიპე ლუისი, ტომასი (ყველა ატლეტიკო).
საეჭვოა: ბარძალი, დე შილიო, დუგლას კოშტა (ყველა იუვენტუსი), გოდინი (ატლეტიკო).

მანჩესტერ სიტი-შალკე
ამ გუნდებს შორის გერზელკირხენში გამართული პირველი დაპირისპირება ძალიან საინტერესო, უხვგოლიანი და დრამატული გამოვიდა.

ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა, ტაიმის ბოლოსკენ კი ნაბილ ბენტალებმა ორი პენალტი გამოიყენა და შესვენებაზე "შალკე" უპირატესობით გავიდა.

მატჩის 68-ე წუთზე "სიტის" არგენტინელმა მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

თითქოს ყველაფერი "შალკეს" სასარგებლოდ მიდიოდა, თუმცა 85-ე და 90-ე წუთებზე, ჯერ ლეროი სანემ და შემდეგ რაჰიმ სტერლინგმა, გერმანელთა კარი აიღეს და მეტოქის დამარცხება სტუმრად მოახერხეს.

"სიტის" დღევანდელ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ნიკოლას ოტამენდი და ფერნანდინიო დააკლდება. ტრავმის გამო კი კევინ დე ბრუინი, ჯონ სტოუნსი და კლაუდიო ბრავო ვერ ითამაშებენ.

მიუხედავად რამდენიმე მოთამაშის დანაკლისისა, "მანჩესტერ სიტის" მოედანზე მაინც ოპტიმალური შემადგენლობით ვიხილავთ.

რაც შეეხება "შალკეს", მათ ინგლისელებთან მარცხის შემდეგ ბუნდესლიგაში სამი შეხვედრა ჩაატარეს და სამივეში დამარცხდნენ. გერმანულმა კლუბმა აღნიშნულ მატჩებში 12 გოლი გაუშვა და მათ დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ.

გენზელკირხენელებს დღევანდელ შეხვედრაში ტრავმის გამო შიოპი, მასკარელი და კალიგიური დააკლდებათ.

ფაქტები
  • "მანჩესტერ სიტი" და "შალკე" აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, სადაც სამჯერ ინგლისელებმა გაიმარჯვეს, ერთხელ კი გერმანელებმა;
  • "მანჩესტერ სიტის" ბოლო 12 მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "სიტიმ" ლიგაზე ბოლო 5 მატჩში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

12 მარტი. ეტიჰედი
მანჩესტერ სიტი-შალკე 23:59 (3:2)
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი: ედერსონი, ვოლქერი, კომპანი, ლაპორტე, ზინჩენკო, ბერნანდო სილვა, გუნდოგანი, დავიდ სილვა, სტერლინგი, სანე, აგუერო.
შალკე: ფარმანი, სტამბული, სანე, ნასტასიჩი, მაკკენი, კონოპლიანკა, რუდი, ოჩიპკა, ბენტალები, ემბოლო, ბურგსტალერი.
არ ითამაშებს: ბრავო, დე ბრუინი, ფერნანდინიო, ოტამენდი, სტოუნსი (ყველა მანჩესტერ სიტი), კალიგური, ჰარიტი, მასკარელი, შოპი, უტი (ყველა შალკე).
მკითხველის კომენტარები / 8 /
Iuve
Iuve
17:26 12-03-2019
1
იუვე მოიგებს მაგრამ რამდენად ეყოფა გასასვლელად ძნელი სათქმელია. თუ სწრაფი გოლი გაიტანა, ალბათ გავაკიდეც
დათო
17:06 12-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული