ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: რონალდოს ჰეთ-თრიკს მესიმ დუბლით და 2 საგოლე გადაცემით უპასუხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 5:1 მოუგო "ლიონს" და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა და მესის ორი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დენაიერმა საკუთარ საჯარიმოში სუარესი წააქცია, პენალტი კი მესიმ გამოიყენა, ხოლო 31-ე წუთზე სუარესმა კოუტინიოს გაატანინა გოლი.

ეტყობა, "ბარსამ" საქმე მოთავებულად ჩათვალა, მეორე ტაიმის დასაწყისში მოეშვა და გოლიც გაუშვა, რამაც შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა. თუმცა, მხოლოდ დროებით - ამის შემდეგ კატალონიურმა გუნდმა სამჯერ დალაშქრა გორჟლენის კარი და დამსახურებულად გავიდა
1/4-ფინალში.

ბლაუგრანა ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა მეოთხედფინალში, რაც რეკორდია.

მესიმ მიმდინარე სეზონში 36-ე გოლი გაიტანა, მას 11 სეზონის განმავლობაში ზედიზედ 35 და მეტი გოლი გააქვს.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 92 346 მაყურებელი
ბარსელონა - ლიონი 5:1
გოლები: 1:0 მესი (18, პენ), 2:0 კოუტინიო (31), 2:1 ტუსარი (58), 3:1 მესი (78), 4:1 პიკე (81), 5:1 დემბელე (86)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო (სემედო 83), პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, არტური (ვიდალი 74), კოუტინიო (დემბელე 70), მესი, სუარესი

ლიონი: ლოპეში (გორჟლენი 34), მარსალი, დენაიერი, მარსელო, დიუბუა, ნ'დომბელე, ტუსარი, მენდი (კორნე 77), ფეკირი, დეპაი (ტრაორე 73), დემბელე

alt"მცველი ბურთს ამ დრომდე ეძებს" - ნახეთ ჩემპიონთა ლიგის "დღის გამორჩეული მომენტი" [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგის ყველა 1/4-ფინალისტი გაირკვა - კენჭისყრა 15 მარტს გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 22 /
გუშინ დავწერე ბარსა ფორით მოიგებს მეთქი, მესი მაგარია
irakli
14 მარტი 2019 09:11
1
მართლა რა მაგრები არიან ორივენი. დაბერდნენ ტიპები და მაინც ამათ გარშემო ტრიალებს მთელი საფეხბურთო სამყარო.
მოდრიჩი არა კვახი
14 მარტი 2019 09:01
0
კატეგორიულად ამოიღეთ სიტყვა "დაბერდნენ", ასეთი მონსტრები არასოდეს "ბერდებიან".
გია1
14 მარტი 2019 10:23
0
ვერავინ იტყვის, რომ მესი რონალდოზე ძლიერი ფეხბურთელია, მესის არასოდეს მოუგია ლიგა ხუთჯერ, ადრე მესი სჯობდა, ახლა რონალდო გაცილებით სჯობია, რეალი დაინგრა რონის გაშვებით, ფაქტია
იკა
14 მარტი 2019 08:50
19
მესი თუ რონალდო? ვინც მესი, ლაიქი...:)
გამოკითხვა
14 მარტი 2019 02:20
9
მესი!!!!!! რა თქმა უნდა. არ ვაკნინებ რონალდოს. ორი ჯადოქარი!!!!!! ორი მონსტრი!!!!!
ნონა
14 მარტი 2019 08:36
1
Messi vs Ronaldo სანახაობას ვითხოვთ. ბარსა-იუვე რამდენს გვინდა?
აზრი
14 მარტი 2019 02:16
1
მთელი ესპანეთი დანაყა იუვემ და ბარსელონასაც მიაყოლებს. თუ იუვე და ბარსელონა შეხვდნენ. ტერმინატორები თამაშობენ იუვეში და 90 წუთი არ დაღლილან ერთი ამოსუნთქვით მოიგეს.
123
14 მარტი 2019 09:56
13

სიახლეები პოპულარული