რონალდოს "დიდი კვერცხების" ჟესტისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრება - "ატლეტიკო" უეფაში ჩივილს აპირებს...

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივო" ამტკიცებს, რომ "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში "დიდი კვერცხების" ჟესტისათვის "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო უეფამ შეიძლება რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.

ასეთ შემთხვევაში რონალდო მეოთხედფინალში "აიაქსთან" ვერ ითამაშებს.

ეს გუნდები ერთმანეთს 10 და 16 აპრილს შეხვდებიან.

ამავე ჟესტისათვის უეფამ მკაცრად არ დასაჯა "ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე და მხოლოდ 20 ათასი ევროთი დააჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ თურმე, "ატლეტიკო" აღშფოთებულია რონალდოს საქციელით, რადგან მათი აზრით, ის სიმეონეზე უფრო გამომწვევად იქცეოდა და As-ის ცნობით, უეფაში ჩივილს აპირებენ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
უნდა დაისაჯოს და სამართლიანიც იქნება რომ გამოტოვოს ერთი თამაში მაინც თორემ უკვე აიტაცეს მის საქციელი...დაისჯება კიდევაც...მე ასე მგონია...
აკაკი
16 მარტი 2019 08:42
6
ესეთი საქციელისთვის ყველა ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს,რო არ განმეორდეს მეტჯერ. აი ამ საქციელს ნახავთ რამდენი მიმდევარი გამოუჩნდება:)
გოგა
17 მარტი 2019 00:52
3
სიცრუეა, ჭორიკანა,კატალონიური სეპარატისტების გაზეთმა "დელმუნდო დეპორტივომ"გაავრცელა.
vaxo
18 მარტი 2019 10:33
0
მესისტებო ნუ იბოღმებით.უბრალოთ კრიშტიანოს სტატისტიკას გადახედეთ და მაგით დავამთავროთ.ყველაფერში მაგრად უსწრებს მესის.ოთხი წელიწადია ყველაფერში აჯობა. თქვენ კი ხან კვერცხებზე უყურებთ,ხან გაუპატიურობას უგონებთ,თან კრისტინას უძახით კაცს რომელმაც მსოფლიოში 20-მდე ყველაზე ლამაზ ქალთან გაატარა ღამე.2017-ში მსოფლიოში იგი ყველაზე მაგარ სპორტსმენად აღიარეს, მარტო ფეხბურთელად კი არა სპორტსმენად.მესი დიდი ფეხბურთელია მაგრამ არა ლიდერი როგორებიც იყვნენ პელე,მარადონა,ზიდანი და არის კრიშტიანო.
ვა რა დონეა
16 მარტი 2019 21:28
2
სიმეონე დიდი მწვრთნელია,მაგრამ ძველ გულშემატკივრებს ემახსოვრებათ,რომ ერთ-ერთი ბინძური ფეხბურთელი იყო და თუ არ ვცდები დიდ პროვოკატორს ეძახდნენ მეტსახელად
საბა
16 მარტი 2019 23:27
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული