ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს "დიდი კვერცხების" ჟესტზე გადაწყვეტილებას უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტი 21 მარტს მიიღებს.
როგორც ორგანიზაციის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რონალდოს მიმართ საქმე უეფას დისციპლინარული წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" და "დ" ქვეპუნქტების მიხედვით აღიძრა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "ატლეტიკოსა" და "იუვენტუსის" პირველი მატჩის დროს ანალოგიური ჟესტის დემონსტრირებისთვის უეფამ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე 20 000 ევროთი დააჯარიმა.
რონალდოს საქმეზე უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება 21 მარტსვე გახდება ცნობილი.
ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს "იუვენტუსი"
ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ 10 აპრილს გამართავს.
პაველ ნედვედი - რონალდოს ჟესტზე: "ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს რონალდოს
რონალდოს "დიდი კვერცხების" ჟესტისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრება - "ატლეტიკო" უეფაში ჩივილს აპირებს...
უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოაცხადა
რონალდომ სიმეონეს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა და თქვა, რომ ასეთი საოცრებებისათვის მიიწვიეს