ამ ინფორმაციას "გაძეტა დელო სპორტი" ავრცელებს - "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ შეიძლება "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
34 წლის ფორვარდმა კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომლის შედეგები ოფიციალურად არ გამოაცხადეს. მხოლოდ ერთი რამ გახდა ცნობილი: პორტუგალიელი სერია A-ს ორ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს, "ემპოლისთან" და "კალიარისთან" და ამას გარდა, არაა გამორიცხული, "მილანთანაც" ვერ ითამაშოს.
რონალდომ ტრავმა პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში სერბეთთან მატჩისას მიიღო და მედშემოწმება ლისაბონსა და ბარსელონაში გაიარა.