რონალდომ გუნდთან ერთად ივარჯიშა და ამსტერდამში მიემგზავრება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ ბარძაყის ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.

მან ტრავმა პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში სერბეთთან მატჩში მიიღო და სერია A-ს უკანასკნელ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.

ვარაუდობდნენ, რომ კრიშტიანო "მილანთან" ითამაშებდა, მაგრამ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ არ გარისკა და სწორადაც მოიქცა, ვინაიდან ამის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა.

რონალდო "იუვესთან" ერთად ამსტერდამში "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-მატჩში საასპარეზოდ გაემგზავრება.

"აიაქსისა" და "იუვენტუსის" პირველი მატჩი 10 აპრილს გაიმართება.

ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე ბიანკონერიში 36 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა
გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული