ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ეყოფა "ლივერპულს" "პორტუსთან" ორგოლიანი ფორა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ლივერპულმა" "პორტუს" 2:0 მოუგო.

ეს გუნდები ერთმანეთს გასულ სეზონშიც შეხვდნენ. "ლივერპულმა" "დრაგაოზე" პირველი თამაში 5:0 მოუგო და იქვე მოუთავა საქმე. ამჯერად კი "წითლებმა" პირველ მატჩში მხოლოდ 2:0 იმარჯვეს.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და ჯერ კეიტამ დალაშქრა ფირმინოს პასით კასილიასის კარი, ხოლო შემდეგ თავად ფირმინომ გაიტანა გოლი.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და მერსისაიდული გუნდი ორგოლიან უპირატესობას დასჯერდა. თუმცა, ასეთი თამაშით "პორტუ" სახლშიც ვერაფერს ვერ მიაღწევს.

განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს პორტუში გაიმართება.

ფირმინომ ამ ტურნირზე
მე-13 გოლი გაიტანა და მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეს დაეწია, მათზე მეტი, 21 გოლი კი "ლივერპულიდან" მხოლოდ სტივენ ჯერარდს აქვს გატანილი.

იურგენ კლოპმა სამწვრთნელო კარიერაში მე-400 გამარჯვება მოიპოვა - 111 "ლივერპულში", 180 "დორტმუნდში" და 109 "მაინცში".

ლივერპული. "ენფილდი". 52 465 მაყურებელი
ლივერპული - პორტუ 2:0
გოლები: 1:0 კეიტა (5), 2:0 ფირმინო (26)

ლივერპული: ალისონი, ვან დეიკი, ლოვრენი, ალეკსანდერ-არნოლდი, ჰენდერსონი, მილნერი, კეიტა, ფაბინიო, მანე (ორიგი 73), სალაჰი, ფირმინო (სტარიჯი 82)

პორტუ: კასილიასი, ფელიპე, ტელესი, მაკსი პერეირა (ფერნანდო 77), ედერ მილიტაო, ოლივერ ტორესი (ბრუნუ კოშტა 74), დანილუ პერეირა, მარეგა, ოტავიო, კორონა, სოარესი (ბრაიმი 62)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული