უგო ლორისი: მოგერიებულმა პენალტმა კიდევ უფრო დაგვმუხტა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტის" დამარცხების (1:0) შემდეგ კომენტარი "ტოტენჰემის" მეკარემ, უგო ლორისმა გააკეთა.

"უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო. მეტოქეზე ზეწოლას ბოლომდე ვახდენდით. გაგვიჭირდა, მაგრამ თავი არ დაგვიზოგავს. კარგი გამარჯვებაა.

იმედია, კეინის ტრავმა ძალიან სერიოზული არაა. უნდა გესმოდეთ, რას განიცდი, როდესაც შენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მოედანს ტოვებს. თუმცა ბოლომდე ვიბრძოლეთ და მოვიგეთ.

რაც შეეხება თერთმეტმეტრიანს, ის მომენტი ვერ დავინახე. ეს თამაშის ნაწილია და ვერაფერს გავაწყობთ.

ჩვენ თამაშში დავრჩით და მოგერიებულმა პენალტმა კიდევ უფრო დაგვმუხტა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული