ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემთან" ნამატჩევს (0:1) "მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ საბოლოო გამარჯვების იმედი აქვს.
"მარტო პენალტი კი არ გამოგვიმუშავებია, არამედ ბევრი მომენტი გვქონდა. თამაშს ვაკონტროლებდით და მეტოქეს გასაქანს არ ვაძლევდით.
ორი საყრდენი ნახევარმცველით თამაში გადავწყვიტე და ამიტომ არ დავაყენე დე ბრიუნე ძირითად შემადგენლობაში.
0:1 საუკეთესო შედეგი არაა, მაგრამ გასულ სეზონში უარეს მდგომარეობაში ვიყავით. ახლა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ქამბექის შესრულება გვმართებს.
0:1 ხანდახან 0:0-ზე უკეთესია, რადგან ზუსტად იცი, რაც უნდა გააკეთო. შესაძლოა, შეხვედრის ხელახლა ნახვის შემდეგ აზრი შევიცვალო, მაგრამ
ასე მგონია, კარგად ვითამაშეთ", - ციტირებს გვარდიოლას BBC-ი.