თუ ეს სტატისტიკა იცით, არც გვარდიოლას მარცხი უნდა გაგიკვირდეთ "ტოტენჰემთან"

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლას მუშაობით ბევრი ადამიანი აღფრთოვანებულია და ამასობაში მის ნაკლოვანებებს იშვიათად თუ ამჩნევენ.

ლონდონის "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სტუმრად წაგება კი მისი ნაკლის კიდევ ერთი დადასტურებაა.

თურმე გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების 27 საგარეო მატჩში მხოლოდ 6-ჯერ აქვს მოგებული.

10 სეზონის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 1/8-ფინალი: 4 მოგება, 4 ფრე და 2 წაგება
  • 1/4-ფინალი: 1 მოგება, 5 ფრე და 3 წაგება
  • 1/2-ფინალი: 1 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება

"ტოტენჰემთან" მარცხი გვარდიოლასთვის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში მე-8 გახდა. რაც საკმაოდ უარყოფითი სტატისტიკაა, რადგან მისმა
გუნდებმა პირველ შეხვედრაში წარუმატებლობის შემდეგ მხოლოდ 2-ჯერ დაძლიეს ეტაპის ორი მატჩის ჯამში. 2011 წელს პეპის "ბარსელონამ" 1/8-ფინალში ლონდონის "არსენალთან" სტუმრად 1:2 წაგების შემდეგ, შინ 3:1 მოიგო. ხოლო 2015 წლის მეოთხედფინალში სტუმრად "პორტუსთან" 1:3 დამარცხდა, თუმცა შემდეგ საკუთარ კედლებში 6:1 გაიმარჯვა.

თუ ეს სტატისტიკა თქვენთვის ცნობილია, მაშინ არც ის გაგიკვირდებათ, რაც 9 აპრილის მატჩში მოხდა. ბოლოს გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგარეო მატჩში 8 წლის წინ გაიმარჯვა: 2011 წელს სტუმრად დონეცკის "შახტარს" 1:0 მოუგო.

აში წააგო "სიტიმ" "ტოტენჰემთან"?
ამ კითხვას სტატისტიკიდან რომ გავცეთ პასუხი, ასე იქნება: "ტოტენჰემი" უფრო სახიფათო იყო.

"სიტის" ბურთის ფლობა (59%) უკეთესი ჰქონდა და უფრო ზუსტი პასებიც (87%), თუმცა პოჩეტინოს გუნდმა უფრო მეტჯერ დაარტყა კარში 13:10 და შექმნილი მომენტების რაოდენობით ერთით მეტი ჰქონდა, რაც ასეთ შეხვედრაში ნამდვილად მოქმედებს.

შეუძლია თუ არა "სიტის" ამ ბარიერის დაძლევა? რა თქმა უნდა, მაგრამ მოახერხებს თუ არა ამის გაკეთებას გვარდიოლა, ეს უკვე სხვა საკითხია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეტყობა ავტორის საყვარელი გუნდი ბევრჯერ ყავსვს გვარდიოლას გამწარებული!!! დდდ
ბარსა
16:57 10-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული