10 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" გასვლაზე 1:0 სძლია "მანჩესტერს".
სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ: მესიმ ბურთი სუარესს დაუგდო, მან დაარტყა და შოუსგან ავტოგოლი გაიტანა. ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა კი დააფიქსირა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი ჩათვალა, რადგან კოუტინიო ბოლოს ბურთს არ შეხებია.
30-ე წუთზე სმოლინგმა მესის იდაყვი სახეში ჩაარტყა, რომელსაც სისხლი წამოუვიდა, თუმცა თამაში გააგრძელა.
მე-40 წუთზე დალოტმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ "ბარსამ" თამაში სასურველ ტემპში წარმართა და გაიმარჯვა.
"ბარსა" "კამპ ნოუზე" განმეორებითი მატჩის წინ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ "მანიუმ" სახლში 0:2-ის წაგების შემდეგ პსჟ გამოაგდო.
"მანჩესტერმა" ამ ტურნირზე მე-8 ავტოგოლი გაიტანა, რაც ანტირეკორდია. ამას გარდა, ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო და 2005 წლის შემდეგ პირველად, კარში ბურთი არ დაურტყამს.
"ბარსამ" სუარესის გოლის წყალობით კი გაიმარჯვა, მაგრამ გოლი მას არ ჩაეთვალა და ტურნირზე გასვლით მატჩებში მისი უგოლო სერია 1 599 წუთს შეადგენს.
მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 093 მაყურებელი
მანჩესტერი - ბარსელონა 0:1
გოლი: შოუ (12, საკ. კარში)
მანჩესტერი: დე ხეა, სმოლინგი, ლინდელეფი, შოუ, იანგი, პოგბა, ფრედი, მაკტომინი, დალოტი (ლინგარდი 74), რეშფორდი (პერეირა 85), ლუკაკუ (მარსიალი 68)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, სემედუ, ლანგლე, არტური (სერხი 65), ბუსკეტსი (ალენია 90+3), რაკიტიჩი, კოუტინიო (ვიდალი 65), მესი, სუარესი
ერნესტო ვალვერდე: მეტი მომენტი შევქმენით, ვიწვალეთ და მოვიგეთ
ოლე-გუნარ სოლსკიაერი: ბარსელონაში გოლის გატანის იმედით მივემგზავრებით
რომელუ ლუკაკუ: ეს პსჟ არაა, "ბარსელონაა", უფრო მაღალი კლასის გუნდი
ჟერარდ პიკე: პსჟ-მა აქ 2:0 მოიგო და სადაა ახლა?
სერხიო ბუსკეტსი: მესის ბევრი სისხლი წამოუვიდა, ჰემატომა აქვს და მაინც ბოლომდე ითამაშა