ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "ბარსელონამ" სტუმრად მოიგო - "მანჩესტერი" უშანსოდაა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" გასვლაზე 1:0 სძლია "მანჩესტერს".

სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ: მესიმ ბურთი სუარესს დაუგდო, მან დაარტყა და შოუსგან ავტოგოლი გაიტანა. ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა კი დააფიქსირა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი ჩათვალა, რადგან კოუტინიო ბოლოს ბურთს არ შეხებია.

30-ე წუთზე სმოლინგმა მესის იდაყვი სახეში ჩაარტყა, რომელსაც სისხლი წამოუვიდა, თუმცა თამაში გააგრძელა.

მე-40 წუთზე დალოტმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი
კარს და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ "ბარსამ" თამაში სასურველ ტემპში წარმართა და გაიმარჯვა.

"ბარსა" "კამპ ნოუზე" განმეორებითი მატჩის წინ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ "მანიუმ" სახლში 0:2-ის წაგების შემდეგ პსჟ გამოაგდო.

"მანჩესტერმა" ამ ტურნირზე მე-8 ავტოგოლი გაიტანა, რაც ანტირეკორდია. ამას გარდა, ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო და 2005 წლის შემდეგ პირველად, კარში ბურთი არ დაურტყამს.

"ბარსამ" სუარესის გოლის წყალობით კი გაიმარჯვა, მაგრამ გოლი მას არ ჩაეთვალა და ტურნირზე გასვლით მატჩებში მისი უგოლო სერია 1 599 წუთს შეადგენს.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 093 მაყურებელი
მანჩესტერი - ბარსელონა 0:1
გოლი: შოუ (12, საკ. კარში)

მანჩესტერი: დე ხეა, სმოლინგი, ლინდელეფი, შოუ, იანგი, პოგბა, ფრედი, მაკტომინი, დალოტი (ლინგარდი 74), რეშფორდი (პერეირა 85), ლუკაკუ (მარსიალი 68)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, სემედუ, ლანგლე, არტური (სერხი 65), ბუსკეტსი (ალენია 90+3), რაკიტიჩი, კოუტინიო (ვიდალი 65), მესი, სუარესი

altერნესტო ვალვერდე: მეტი მომენტი შევქმენით, ვიწვალეთ და მოვიგეთ

altოლე-გუნარ სოლსკიაერი: ბარსელონაში გოლის გატანის იმედით მივემგზავრებით

altრომელუ ლუკაკუ: ეს პსჟ არაა, "ბარსელონაა", უფრო მაღალი კლასის გუნდი

altჟერარდ პიკე: პსჟ-მა აქ 2:0 მოიგო და სადაა ახლა?

 

altსერხიო ბუსკეტსი: მესის ბევრი სისხლი წამოუვიდა, ჰემატომა აქვს და მაინც ბოლომდე ითამაშა


მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ეტაპზე მანიუ ერტი ტავიტ დაბლა დგას ბარსაზე, პაქტიურად სიარულიტ მოუგო ბარსამ ტავისი კალენდრიდან გამომდინარე. ამატ კისევ 8 დგე ქონდატ მოსამზადებლად. წარმომიდგენია კამპ ნოუზე ბარსა რო ტემპს მოუმატებს და დარწმუნებული ვარ მოუმატებს მერე რა იქნება, ტან დგეს სმოლინგი მესის ეპიზოდმაც დიდი გავლენა მოახდინა ბარსაზე, გაბრუებული დადიოდა ლეო.
a.a.
02:15 11-04-2019
4
პსჟ ჯობდა რომ გასულიყო, უფრო საინტერესო იქნებოდა. მანიუ მაგრად დაიჩაგრა.
ჯუანშერი
09:42 11-04-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული